მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე
„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

BM.GE13 სექტემბერი, 2026, 00:53|bm.ge

სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია და განსაზღვრავს, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ფორმა, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით შესაბამისი სტანდარტი მოიცავს როგორც ხარისხის, ასევე ქსოვილის შემადგენლობის, მედეგობის, მდგრადობისა და საღებავის დამუშავების საკითხებს.

„მთავარი რამ მინდა გითხრათ, ჩვენ ფორმებთან დაკავშირებით ამდენს იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ გვინდა რაღაც დეტალები შელამაზდეს. პირდაპირ მინდა გითხრათ, სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები. დაწყებული ხარისხიდან, გაგრძელებული რისგან უნდა შედგებოდეს ნაჭერი, მედეგობა, მდგრადობა, საღებავი, რით უნდა იყოს დამუშავებული თვითონ სასკოლო ფორმა. ჩვენ არ დაგვჭირდა რაიმეს მოფიქრება ან გამოგონება იმისთვის, რისგან უნდა შედგებოდეს და რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს სასკოლო ფორმა.

როდესაც ინკლუზიაზე ვსაუბრობთ, თანასწორობაზე, ზოგადად ინკლუზიაზე, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა. სწორედ ამ სტანდარტებს წავყევით ჩვენ და შესაბამისად, ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია“, - აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, ფორმების ძირითადი ქსოვილი 72% პოლიესტერის, 25% ვისკოზისა და 3% ელასტინისგან არის დამზადებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 181 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ვინ გახდება ისრაელის პრემიერ-მინისტრი? - კანდიდატები და მათი დაპირებები (თემა)

ვინ გახდება ისრაელის პრემიერ-მინისტრი? - კანდიდატები და მათი დაპირებები (თემა)

BM.GE

Nvidia-მ Meta-ში $3 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა

Nvidia-მ Meta-ში $3 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა

BM.GE

"ნეტო აღრიცხვის შემდეგ ბუნებრივი ეტაპი ენერგეტიკული ბირჟა და საათობრივი ვაჭრობა უნდა იყოს" - Step Energy

"ნეტო აღრიცხვის შემდეგ ბუნებრივი ეტაპი ენერგეტიკული ბირჟა და საათობრივი ვაჭრობა უნდა იყოს" - Step Energy

BM.GE

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებისთვის სააგენტოს გეგმა და მკაფიო კრიტერიუმები არ აქვს - აუდიტი

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებისთვის სააგენტოს გეგმა და მკაფიო კრიტერიუმები არ აქვს - აუდიტი

BM.GE