მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱
ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱

ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავისი ძაღლის დაუნინგ-სტრიტის რეზიდენციაში გადაყვანას იქ მცხოვრები კატა ლარის გამო არ აპირებს. ამ თემაზე მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.​

ბერნემს ჰყავს ძაღლი ექსელი - ბიშონ ფრიზესა და პუდელის ნაჯვარი. ჟურნალისტები მისი შემდგომი ბედით დაინტერესდნენ და პრემიერს ჰკითხეს, დარჩებოდა თუ არა ძაღლი მანჩესტერში, თუ რეზიდენციაში გადავიდოდა.

„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.

კატა ლარი ამ განცხადებას X-ში თავისი სახელით მართულ გვერდზე გამოეხმაურა და ახალი პრემიერის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.

19 წლის კატა ლარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში 2011 წლიდან ცხოვრობს. მას განსაკუთრებული თანამდებობაც კი უკავია - ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს მთავარი თაგვთმჭერი. ლარის პოსტზე ყოფნის განმავლობაში ქვეყანაში უკვე ხუთი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა.

2026 წლის 20 ივლისს პოსტზე ენდი ბერნემი მოვიდა, რომელმაც კირ სტარმერი შეცვალა. ბერნემის მიერ თანამდებობის დაკავების დღეს ლარიმ თაგვი დაიჭირა, რაც ბევრმა კარგ ნიშნად აღიქვა. ლარიმ თავისი ნადავლი რეზიდენციასთან მყოფ ჟურნალისტებს აჩვენა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 8 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • TI: „ოცნებისთვის“ 60 000 ლარის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712-ათასიანი კონტრაქტი გააფორმა”ნეტგაზეთი
ლარი →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი