მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგები
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 02:10|bm.ge

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6095 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ასევე 1.17 თეთრით გამყარდა ევროსთან და 1 ევროს ღირებულებამ 3.0247 ლარი შეადგინა.

ლარი გირვანქა სტერლინგთან 1.2 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.5239 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან და იაპონურ იენთან, ხოლო გაუფასურდა სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან და ჩინურ იუანთან.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა საქართველოს სავალუტო რეზერვების სტატისტიკა, რამაც რეკორდულ მოცულობას 8.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 613 მილიონი დოლარით მეტია. სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ლარის გაცვლით კურსზე ახდენენ გავლენას აგვისტოს მდგომარეობით გამოქვეყნებული არაა. მათ საქსტატი და ეროვნული ბანკი მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებს.

ვალუტა გაცვლითი კურსი ცვლილება (თეთრი) 1 აშშ დოლარი 2.6095 0.31 1 ევრო 3.0247 1.17 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5239 1.2 1 თურქული ლირა 0.0537 0.02 100 რუსული რუბლი 3.0923 -7.34 1000 სომხური დრამი 7.1768 0.3 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5353 0.17 10 უკრაინული გრივნა 0.5859 0.04 10 ჩინური იუანი 3.8899 0.32 100 იაპონური იენი 1.6934 -2.2

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

BM.GE

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

BM.GE

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

BM.GE

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

BM.GE