მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Brussels Signal: შეიძლება ევროპული დემოკრატიის ყიდვა? ჰკითხეთ მდიდარ კატარელებს
Brussels Signal: შეიძლება ევროპული დემოკრატიის ყიდვა? ჰკითხეთ მდიდარ კატარელებს

Brussels Signal: შეიძლება ევროპული დემოკრატიის ყიდვა? ჰკითხეთ მდიდარ კატარელებს

იმედი|imedinews.ge

სკანდალის ვალუტა სირცხვილია და არა დანაშაულის გრძნობა - 2022 წელს, არც მეტი, არც ნაკლები, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის სხვადასხვა მაღალჩინოსნის ჩემოდნებში გამოტენილი 1.5 მილიონი ევრო აღმოაჩინა; მიიჩნევა, რომ ეს თანხა სხვადასხვა პოლიტიკური მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი გასამრჯელო იყო, - წერს გამოცემა Brussels Signal-ი სტატიაში სათაურით „შეიძლება ევროპული დემოკრატიის ყიდვა? ჰკითხეთ მდიდარ კატარელებს“.

„საქმე ჯერ კიდევ სასამართლო განხილვის პროცესშია, თუმცა ბრალდების თანახმად, საკმაოდ მცირე თანხის სანაცვლოდ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ევა კაილიმ და პიერ ანტონიო პანცერიმ შესაძლოა ხელი შეუშალეს კატარში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დებატების გამართვას“, - ნათქვამია სტატიაში.

„შოკისმომგვრელია იმის დაშვება, რომ ევროპული დემოკრატია იყიდება, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ უცხოელ დამკვეთებს შეუძლიათ ამ სავარაუდო კორუფციული თამაშით - „ფული გავლენის სანაცვლოდ“ - ისე იხეირონ, რომ თავად რისკის ქვეშ არ აღმოჩნდნენ. ისინი ჩრდილში რჩებიან, ევროპის მაღალჩინოსნები კი მათ ნაცვლად ხდებიან რეპუტაციული დარტყმის ობიექტები. უფრო მეტიც, ისეთი ურთიერთგამომრიცხავი ფიგურებიც კი, როგორებიც ტაკერ კარლსონი და მეფე ჩარლზი არიან, ათობით ამერიკელ კონგრესმენთან ერთად, კატარის ქების საერთო კამპანიას შეუერთდნენ. კითხვა ასე უნდა დავსვათ: ვინ არიან ეს დამკვეთები, რომლებიც ევროპულ კორუფციას ფულით კვებავენ და განა მათაც არ უნდა მოეცხოთ სირცხვილის ლაქა?“ - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „კატარი დასავლეთის მოკავშირე არანაირი იდეოლოგიური გაგებით არ არის. ისინი აფინანსებენ ტერორიზმს, მფარველობენ „თალიბანსა“ და „ძმებ მუსლიმებს“ და ისლამისტური პროპაგანდით მიზანში იღებენ დაყოფილ ევროპულ საზოგადოებებს. მიუხედავად ამისა, ყოველივე ამას დასავლეთისგან კურთხევითა და დასტურით აკეთებენ“.

„ბევრი დასავლური საჯარო ფიგურა ვერასოდეს ჩამოირეცხავს იმ რეპუტაციულ ლაქას, რომელიც მხოლოდ ეპშტეინის საქმეში ფიგურირებამ მოუტანა. თუმცა, კატარის მთავრობას, რომელიც დაცულია საჯარო არჩევნებისგან და რადიკალური ვაჰაბიტური რეჟიმის ცენზურით არის ზურგგამაგრებული, ხელგაშლილი ხვდებიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დემოკრატიულ ლიდერებს კორუფციული გარიგებების გამო ამტყუნებენ“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

„როდესაც დემოკრატიული დასავლეთი თანამშრომლობს საზოგადოებებთან, რომლებშიც არ არსებობს ანგარიშვალდებულება ან ეროვნული დებატები, ნებისმიერი საჯარო მარცხი მხილებული პარტნიორის განტევების ვაცად ქცევით, ხოლო ხელშეუხებელი პარტნიორისთვის პატივისა და ძალაუფლების გადაცემით სრულდება. კატარის გავლენის გავრცელება ყოველთვის პირდაპირი მითითებებით არ ხდება, როგორც ეს ევროპარლამენტის „კატარგეიტის“ სკანდალის შემთხვევაში იყო, თუმცა ჩემი სამშობლო მაინც ახერხებს დასავლური ინსტიტუტების რეაგირების პარალიზებას რადიკალური ვაჰაბიტური დიქტატურის მიმართ - პირფერობის, მფარველობისა და პროპაგანდის გზით. თუ ჩვენ მართლაც ისეთი სერიოზულობით ვეკიდებით დემოკრატიასა და ანგარიშვალდებულებას, როგორც ამას ვამბობთ, კატარს ასეთი ქცევა არ უნდა შერჩეს“, - დასძინა ხალიდ ალ-ჰაილიმ, კატარის „ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში ემიგრაციაში ცხოვრობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: მერცს ბერლინში, პროფკავშირების ყრილობაზე, მკვახე დახვედრა მოუწყვეს - დელეგატები მას სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილო შეძახილებითა და სტვენით აწყვეტინებდნენ

POLITICO: მერცს ბერლინში, პროფკავშირების ყრილობაზე, მკვახე დახვედრა მოუწყვეს - დელეგატები მას სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილო შეძახილებითა და სტვენით აწყვეტინებდნენ

იმედი

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის რეზოლუციები ემსახურება ნგრევას, რომელიც საქართველოში უნდა მოხდეს, ჩვენი ახალგაზრდები ბრძოლის ველზე გავრეკოთ და სისხლი დაიღვაროს

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის რეზოლუციები ემსახურება ნგრევას, რომელიც საქართველოში უნდა მოხდეს, ჩვენი ახალგაზრდები ბრძოლის ველზე გავრეკოთ და სისხლი დაიღვაროს

იმედი

ზურაბ პატარაძემ ქობულეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ზურაბ პატარაძემ ქობულეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: მსოფლიოში მიმდინარეობს ფასეულობების რყევა, სირთულეები ძალიან დიდია. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში