მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. BTS-მა ​Grammy-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც პრემიის ორგანიზატორებმა აზიური პოპ-მუსიკის კატეგორია დაამატეს
BTS-მა ​Grammy-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც პრემიის ორგანიზატორებმა აზიური პოპ-მუსიკის კატეგორია დაამატეს

BTS-მა ​Grammy-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც პრემიის ორგანიზატორებმა აზიური პოპ-მუსიკის კატეგორია დაამატეს

იმედი|imedinews.ge

კეი-პოპ ჯგუფი BTS თავის ალბომს Arirang-ს 2027 წლის მუსიკალურ პრემია Grammy-ზე არ წარადგენს. თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჯგუფის წევრებმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში ისაუბრეს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მუსიკას მოუსმენენ და შეიყვარებენ ისეთს, როგორიც არის - რეგიონებად ან ენებად დაყოფის გარეშე“, - აღნიშნულია მუსიკოსების განცხადებაში.

თვენახევრის წინ ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ, რომელიც Grammy-ს ატარებს, რამდენიმე ახალი კატეგორიის დამატების შესახებ გამოაცხადა, მათ შორის არის „აზიური პოპ-მუსიკის საუკეთესო შესრულება“. კატეგორია პრემიის ინკლუზიურობის გასაზრდელად შემოიღეს, თუმცა კეი-პოპის ზოგიერთმა ფანმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და მიიჩნია, რომ ეს კეი-პოპ შემსრულებლებს მთავარ კატეგორიებში გამარჯვებაში შეუშლის ხელს.

BTS-ი Grammy-ზე ხუთჯერ იყო ნომინირებული, თუმცა პრემია არასდროს მოუგია.

BTS-მა ალბომი Arirang 2026 წლის მარტში გამოუშვა - ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რაც კოლექტივის წევრების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლით იყო გამოწვეული. Arirang-ი სამი კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველ ადგილს ამერიკულ ჩარტ Billboard-ში, რაც კეი-პოპ ალბომებისთვის რეკორდული მაჩვენებელი გახდა.

„გრემის“ წესების მიხედვით, კატეგორიაში „აზიური პოპ-მუსიკის საუკეთესო შესრულება“ გამარჯვებაზე პრეტენზია შეუძლია განაცხადოს ნამუშევრებს „აზიის ქვეყნების ერთი ან რამდენიმე ენის მნიშვნელოვანი გამოყენებით“. როგორც ჟურნალისტებმა დაითვალეს, ალბომ Arirang-ის სიმღერების 80% ინგლისურ ენაზეა დაწერილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

იმედი

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

იმედი

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

იმედი

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები