მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CESI-ს ბიზნესის განვითარებისა და გლობალური ბაზრების დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ევროპისთვის
CESI-ს ბიზნესის განვითარებისა და გლობალური ბაზრების დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ევროპისთვის

CESI-ს ბიზნესის განვითარებისა და გლობალური ბაზრების დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ევროპისთვის

იმედი|imedinews.ge

მიმაჩნია, რომ ეს პროექტი უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ევროპისთვის, - აცხადებს "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო კომპანია CESI-ს ბიზნესის განვითარებისა და გლობალური ბაზრების დირექტორი ანდრეა მეოლა, რომელიც ბაქოში გამართულ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.

მისივე განმარტებით, რეგიონს ეძლევა შესაძლებლობა გააფართოოს და დააჩქაროს განახლებადი ენერგეტიკის განვითარება.

„ეს ნიშნავს, რომ სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ კავკასია, არამედ ევროკავშირიც, რადგან, ერთი მხრივ, აღნიშნული ურთიერთდამაკავშირებელი ხაზი საშუალებას მოგვცემს ავითვისოთ განახლებადი ენერგიის ის მრავალი მასშტაბური პროექტი, რომელთა რეალიზაციაც კავკასიის რეგიონში იგეგმება. იმავდროულად, მოსალოდნელია ამ ელექტროენერგიის ევროპაში გადინება, რაც ხელს შეუწყობს ევროპის დეკარბონიზაციასა და იქ ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებას.

ეს არის კლასიკური ყველასათვის მომგებიანი მდგომარეობა: რეგიონს ეძლევა შანსი, გააფართოოს და დააჩქაროს განახლებადი ენერგეტიკის განვითარება, ხოლო ევროპისთვის, რომელიც მიზნად ისახავს 2050 წლისთვის სრულ დეკარბონიზაციას მიაღწიოს, ამ ტიპის ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროცესის ტემპის შესანარჩუნებლად“, - ამბობს ანდრეა მეოლა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია CESI ახორციელებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდაფორმულა
  • ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი კომპანია "პიემ მეტალს" მიჰყიდაBM.GE
  • კახა კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებშირუსთავი 2
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
ბიზნესის →დირექტორი →

მსგავსი სტატიები

სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

იმედი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

იმედი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი