მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას - Netgazeti
„ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას - Netgazeti

„ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას - Netgazeti

ნეტგაზეთი12 აგვისტო, 2026, 15:22|netgazeti.ge

„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“ – ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა.

ამ თემაზე მან „ტვ პირველის“ კითხვას უპასუხა.

„ზოგადად ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც, თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, – ამბობს კობახიძე.

ბოლო დღეებში აფხაზეთში საწვავით მომარაგების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, საწვავის მიწოდება რუსეთიდან გრძელდება და არსებული მარაგების სრულად ამოწურვის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

10 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რესპუბლიკის საწვავით მომარაგების საკითხზე თათბირი გამართა. გუნბას განცხადებით, აფხაზეთში შექმნილი ვითარება ისეთი გარემოებებით არის გამოწვეული, რომლებიც „რესპუბლიკაზე არ არის დამოკიდებული“. მისი თქმით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა ვითარების ნორმალიზებისთვის ყველა საჭირო ზომას იღებს.

აფხაზეთში საწვავზე კრიზისი გრძელდება

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!იმედი
  • კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენიფორმულა
  • ირაკლი კობახიძე - ​დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულირუსთავი 2
კობახიძე →აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

აფხაზეთში რუს ქალს თავს დაესხნენ –  ეჭვმიტანილი დააკავეს

აფხაზეთში რუს ქალს თავს დაესხნენ – ეჭვმიტანილი დააკავეს

ნეტგაზეთი

სოხუმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს

სოხუმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი