მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცნო თავი დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები“ – ადვოკატები 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებას ადასტურებენ
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცნო თავი დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები“ – ადვოკატები 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებას ადასტურებენ

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცნო თავი დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები“ – ადვოკატები 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებას ადასტურებენ

იმედი|imedinews.ge

ადვოკატები 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებას ადასტურებენ. „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა თავი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში და მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს იმას, რომ ნამდვილად, რასაც სატელევიზიო კადრები აჩვენებდა, იმ ეტაპზე იმყოფებოდა იქ და მის მიერ მოხდა საგნის გასროლა იმ მიმართულებით, სადაც იყვნენ სამართალდამცველები განლაგებული- განაცხადა ევა შაშიაშვილის ადვოკატმა მარიამ ხაჭაპურიძემ.

„მტკიცებულებები გავხადეთ უდავოდ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შესაძლებლობის, შეთავაზების ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა“, - განაცხადა კიდევ ერთი ბრალდებულის, გოჩა ყატაშვილის ადვოკატმა თამაზ გურაშვილმა.

ჯანდრი თირქიას ადვოკატი მარიამ მოდებაძე ასევე აცხადებს, რომ თირქიამ აღიარა დანაშაული.

„უდავოდ ვცნობთ მტკიცებულებებს. ჯერჯერობით, [საპროცესო შეთანხმება] ოფიციალურად გაფორმებული არ არის, თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს პროკურატურასთან, საბოლოო წინადადება სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გვეცოდინება“, - განაცხადა მარიამ მოდებაძემ.

„შემოთავაზებული იყო ბრალდების მხარის მხრიდან საპროცესო შეთანხმება, რომლის პირობებიც მისაღები აღმოჩნდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, შესაბამისად, დავთანხმდით. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცნო თავი დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები“, - აცხადებს სულხან აბრალავას ადვოკატი მერაბ წკრიალაშვილი.

პროკურორმა როინ ხინთიბიძემ კი მედიასთან აღნიშნა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე 8 ბრალდებულმა სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება, თავი დამნაშავედ ცნო და მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია.

„მათ ასევე განცხადებით ჰქონდათ მომართული ჩვენთვის და შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ 8 პირის მიმართ გამოიყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით. დარჩენილმა შვიდმა პირმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თავს არ ცნობენ დამნაშავედ. შესაბამისად, მათთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების თაობაზე, თუმცა, თუ შეიცვლიან პოზიციას, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მათთანაც განვიხილოთ საპროცესო შეთანხმების საკითხი“, - განაცხადა პროკურორმა.

როგორც ცნობილია, 4 ოქტომბრის საქმეზე ჩადენილი დანაშაულის აღიარებებს კიდევ რვა ბრალდებულის აღიარება დაემატა. რვავემ თავი დამნაშავედ ცნო და სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება. შესაბამისად, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი