მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურა
გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურა

გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურა

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 23:32|bm.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრის გიორგი ბარამიძის დაკავებაზე პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული და 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.

"პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად გამოირიცხა, შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლების თუ ომის მონაწილეთა მხრიდან ტყვეთა დახვრეტის ფაქტები, რაც საზოგადოებისათვის თუ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ამ დრომდეც ისედაც ცნობილი იყო და არასდროს გამხდარა დისკუსიის საგანი.

ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის. მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.

ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • „ბრალდება აბსურდულია, ამოღებული ნივთები სუვენირებია“ - ძალადობის მომზადების ბრალდებით დაკავებული მოზარდის ადვოკატიტვ პირველი
  • დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდასფორმულა
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

რა გაკვეთილებს იღებს საქართველო სამხრეთ კორეის MyData-ს გამოცდილებიდან? - ვარლამ ებანოიძე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე

რა გაკვეთილებს იღებს საქართველო სამხრეთ კორეის MyData-ს გამოცდილებიდან? - ვარლამ ებანოიძე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე

BM.GE

mshobloba.ge - პლატფორმა, რომელიც მშობლებს ბავშვზე ორიენტირებული სერვისების მოძიებას უმარტივებს

mshobloba.ge - პლატფორმა, რომელიც მშობლებს ბავშვზე ორიენტირებული სერვისების მოძიებას უმარტივებს

BM.GE

„რითეილერები EBITDA მარჟის 25%-ს საბანკო ტერმინალების მომსახურებაში იხდიან-გამოსავალი შიდა გადახდის სისტემებია“ - ხაბაშვილი

„რითეილერები EBITDA მარჟის 25%-ს საბანკო ტერმინალების მომსახურებაში იხდიან-გამოსავალი შიდა გადახდის სისტემებია“ - ხაბაშვილი

BM.GE

DCFTA-ის შედეგები რიცხვებში - საქართველო ევროკავშირის სავაჭრო რუკაზე

DCFTA-ის შედეგები რიცხვებში - საქართველო ევროკავშირის სავაჭრო რუკაზე

BM.GE