მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩერგოლეიშვილი: ცილისწამებაა, რომ „ფორმულას” „შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, რომ 540 000 ლარი აიღეს და ეს ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან
ჩერგოლეიშვილი: ცილისწამებაა, რომ „ფორმულას” „შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, რომ 540 000 ლარი აიღეს და ეს ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან

ჩერგოლეიშვილი: ცილისწამებაა, რომ „ფორმულას” „შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, რომ 540 000 ლარი აიღეს და ეს ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან

იმედი|imedinews.ge

ცილისწამებაა, რომ ფორმულას შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების კონსტატაციას ვახდენ და დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, დადასტურებული ინფორმაციაა, რომ ტელეკომპანიამ 540 000 ლარი აიღო და „ეს ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება“.

„აი ასე ვულგარულად, დაისვამს ფორმულას 4 კორუმპირებული წამყვანი სააკაშვილის რომელიმე კეკელას - მოაწყობინებს ცილისმწამებლურ დიარეას ცალ კარში ისე, რომ ვისზეც ცილისწამებას ავრცელებს ის პოლიტიკური მოთამაშე დაბლოკილი ჰყავთ, და ჩემგან ითხოვენ რომ მათ ჩეჩმას ოპოზიციური ტელემედია ვუწოდო. ოღონდ ღადაობა ისაა, რომ ეს 10 წელია გრძელდება ამ პოსტ საბჭოთა ტელეკლოაკებში - შედეგად, ამ სამარცხვინო პრაქტიკის დამკვეთი ნადგურდება, მე - ვიზრდები.

პრობლემა ისაა, რომ დრო იკარგება ამ მყრალი წესრიგის ნგრევაში - ელენე, მზია და სხვები ციხეში არიან და ჯანმრთელობა უნადგურდებათ მხოლოდ იმიტომ რომ ვინმე მიშამ, ვინმე თაკომ, ან ვინმე ნანულამ თავიანთი დელუზიური ამბიციები იფხანონ.

1. ცილისწამებაა რომ ახალაიას საქმეზე მოწმე ვარ! ერთადერთი, რაც საქმეში შეიძლება იდოს არის ჩემი ჩვენება, რომ მოწმედ არ გამოვდგები. არ გამოვუძახივარ სასამართლოს - არც ბრალდებას, არც დაცვას. (ახალაიას ცოლს თავისი ქმარი რომ უფრო უყვარდეს, ვიდრე მე ვეზიზღები, შეიძლება უკეთესად ყოფილიყო მისი ქმარიც და თავადაც მაგრამ ეგ ჩემი სადარდებელი ვერ იქნება - დელუზიურია ყველა, ვინც ფიქრობს რომ ჩემთვის რამენაირი კომპრომატია ახალაიასთან დაპირისპირება, პირიქით ბრიყვებო).

2. ცილისწამებაა, რომ ფორმულას “შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების კონსტატაციას ვახდენ და დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, დადასტურებული ინფორმაციაა რომ 540 ათასი ლარი აიღეს და ეს ვერანაირად ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარიფორმულა
  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 8 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
ლარი →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი