
ჩინეთის ელჩი: ჩინეთსა და საქართველოს აქვთ კარგი პოლიტიკური საფუძველი და ხელსაყრელი პირობები მაღალტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის. ორი ქვეყნის შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრული ეკონომიკის ინვესტიციების და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
ჩინეთსა და საქართველოს აქვთ კარგი პოლიტიკური საფუძველი და ხელსაყრელი პირობები მაღალტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის. ორი ქვეყნის შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრული ეკონომიკის ინვესტიციების და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ელჩმა მაღალტექნოლოგიურ სფეროებში ჩინეთის წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანიები განიხილავენ საქართველოს უნივერსიტეტებთან ხელოვნური ინტელექტის სფეროში სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს.
„ბოლო წლებში, ჩინეთმა ეპოქალურ წარმატებებს მიაღწია მაღალტექნოლოგიურ სფეროებში, მისი ყოვლისმომცველი ინოვაციური შესაძლებლობები კი მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს. რამდენიმე სტრატეგიულად განვითარებად ინდუსტრიაში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა, ავიაცია და მასშტაბური სამეცნიერო ობიექტები, მოწინავე წარმოება და მაღალი დონის აღჭურვილობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კვანტური ტექნოლოგიები, ბიომედიცინა და სამედიცინო მოწყობილობები, ჩინეთი „მიმდევრიდან“ „გვერდით მორბენლად“, შემდეგ კი „ლიდერადაც“ კი იქცა.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ ცალსახად განაცხადა საკუთარი განზრახვა, საქართველო რეგიონულ ციფრულ ჰაბად და მონაცემთა ცენტრად აქციოს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურება, აუთსორსინგი და ელექტრონული მმართველობა.
ჩინეთსა და საქართველოს აქვთ კარგი პოლიტიკური საფუძველი და ხელსაყრელი პირობები მაღალტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის. ორი ქვეყნის შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრული ეკონომიკის ინვესტიციების და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
გარდა ამისა, ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანიები განიხილავენ საქართველოს უნივერსიტეტებთან ხელოვნური ინტელექტის სფეროში სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზოგიერთი ქვეყნის ტექნოლოგიური ბლოკადის პოზიციისგან განსხვავებით, ჩინეთი ირჩევს ღია დამოკიდებულებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ხელს უწყობს ღია წყაროს ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარებას დახურული წყაროს მოდელების ნაცვლად და მზადაა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს და სხვა ქვეყნებს. ორი ქვეყნის საწარმოებს შეუძლიათ, საქართველოს ინდუსტრიულ საფუძველზე დაყრდნობით, შეისწავლონ თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურება, ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქები, დიდი მონაცემების დამუშავების ცენტრები, ფინტექი, სოფლის მეურნეობის გაციფრულება და სხვა, რითაც მუდმივად გაიზრდება ჩინეთ-საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის დონე", - განაცხადა ელჩმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge