მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩინეთში „უფროსი დის“ სერვისით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს
ჩინეთში „უფროსი დის“ სერვისით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს

ჩინეთში „უფროსი დის“ სერვისით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს

იმედი|imedinews.ge

ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება სერვისი „უფროსი დების კომისია“, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ზრდასრული ქალები, ფულის სანაცვლოდ, ახალგაზრდა გოგონებს რჩევებს აძლევენ და მხარს უჭერენ.

გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით, 30-დან 40 წლამდე ასაკის ქალები „უმცროს დებს“ სთავაზობენ მოსმენას, საკუთარ მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევების მიცემას ან უბრალოდ ესაუბრებიან. ასეთი მომსახურების ფასები საშუალოდ 150-დან 300 იუანამდე მერყეობს (59-118 ლარი).

თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ფულს არ ითხოვს და გოგონებს მხოლოდ საკვებისა და ერთობლივი აქტივობების ხარჯების დაფარვას სთხოვს.

27 წლის კიკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს სერვისი მასებში გაავრცელა. ის საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც ექსტრავერტს, რომელიც ასრულებს მკაცრი უფროსი დის როლს - შეუძლია მოისმინოს და კრიტიკული უკუკავშირი მისცეს.

მას შემდეგ, რაც მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ეს ინიციატივა სხვა ქალებმაც აიტაცეს და საკუთარი სერვისების შეთავაზება დაიწყეს. ხშირად ისინი „რაციონალური“ ან „ემოციური“ დის ვარიანტს სთავაზობენ მომხმარებელს, რათა გოგონებმა წინასწარ აირჩიონ, კონკრეტულად რისი მიღება სურთ ასეთი შეხვედრისგან - მხარდაჭერის თუ ობიექტური შეფასების.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი