მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება
ჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის.

ელჩმა ჩინეთში გამართულ მსხვილ საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ძვირფასი ლითონის მადნები საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი სატრანზიტო ვაჭრობაზე მოდის. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, როგორიცაა მინერალური წყალი და სანელებლები, შედარებით მცირე მასშტაბისაა, ბოლო წლებში ჩინეთში მათი ექსპორტი სწრაფად გაიზარდა. რეკომენდებულია, რომ საქართველომ აქტიურად განაგრძოს მონაწილეობა ჩინეთში გამართულ მსხვილ საერთაშორისო გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო და კუანგჭოუს გამოფენა-გაყიდვა, რათა ჩინელ მომხმარებლებში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესახებ ცნობიერება და აღიარება მუდმივად გაიზარდოს.

გარდა ამისა, ჩინეთი და საქართველო განიხილავენ ელექტრონული კომერციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რაც, მჯერა, ეფექტურად გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო ელექტრონულ კომერციას. მომავალში, ჩვენ ასევე ჩავატარებთ ელექტრონული კომერციის ბიზნეს გაცნობით ღონისძიებებს, რათა დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს ჩინელი მომხმარებლების საყვარელი ელექტრონული კომერციის პლატფორმების ეფექტურად გამოყენებაში და ჩინეთში ისეთი წამყვანი ქართული პროდუქტების, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყალი, გაყიდვების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში", - განაცხადა ელჩმა.

„ჭოუ ციენმა იმ სფეროებზეც ისაუბრა, რომლებშიც საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები არსებობს.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს რბილი კლიმატი, ნაყოფიერი ნიადაგი და უხვი სასოფლო-სამეურნეო რესურსი, თუმცა მისი თვითკმარობის მაჩვენებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და საკვების მიმართ დაბალია, ხოლო მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტის მოცულობა დიდი არ არის. ჩინეთის დარგვისა და კულტივირების ტექნოლოგიები მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს, ორ მხარეს შეუძლია თანამშრომლობის განხილვა მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობისა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის სფეროში. გარდა ამისა, საქართველოს აქვს ხილისა და თხილეულის მდიდარი ასორტიმენტი მნიშვნელოვანი მოსავლიანობით, შესაძლებელია გადამუშავების ტექნოლოგიების დონის გაუმჯობესება და საბოლოო პროდუქტის ხარისხისა და გარეგნული იერსახის გაუმჯობესებით ექსპორტირებული პროდუქციის დამატებითი ღირებულების გაზრდა. აღნიშნულ სფეროებში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესანიშნავი შესაძლებლობები არსებობს", - აღნიშნა ჭოუ ციენმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჭოუ ციენი:  ჩინეთი აქტიურად მიყვება ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავს შიდა საქმეებში ჩაურევლობის, პოლიტიკური გზით მოგვარების, ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპებს ცხელი საკითხების გადაჭრის დროს; მხარს უჭერს ღიაობას, თანამშრომლობას და საერთო განვითარებას, ხელს უწყობს გლობალური სამხრეთის ერთობლივ გაძლიერებას და გლობალური მმართველობისთვის ახალ პლატფორმას ქმნის

თორნიკე ჭეიშვილი: დღეს ყველა ხედავს, კიდევ უფრო ამკაცრებენ, რომ რაიმე ტიპის გვერდის ავლით არ მოხდეს შავი ფულის აშშ-ში შედინება და ისეთი პროცესების განვითარება, როგორსაც ცდილობდნენ, საქართველოში განვითარებულიყო

ჭოუ ციენი: საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ 128 000 ჩინელი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია

ჭოუ ციენი: საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ 128 000 ჩინელი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია

იმედი

ჭოუ ციენი: ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.