მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა“ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების მორიგი პროგრამა წარმატებით დასრულდა
„ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა“ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების მორიგი პროგრამა წარმატებით დასრულდა

„ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა“ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების მორიგი პროგრამა წარმატებით დასრულდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მორიგი სტაჟირების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ექვსთვიანი სასწავლო კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა, 12-მა სტაჟიორმა წარმატებით გაიარა და ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნა.

პროგრამის სამთვიანი თეორიული სწავლების ეტაპი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა, შემდეგ კი სტაჟიორებმა პრაქტიკული ნაწილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ დანაყოფებში გაიარეს. სტაჟირების პერიოდში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას და დაუფლებოდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

სტაჟირების დასრულებასთან დაკავშირებით, წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ გადასცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

„პროგრამის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ემატება არაერთი მიზანდასახული, მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდა, რაც ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად აძლიერებს“, – აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვალიფიციური კადრების მოსაზიდად ყოველწლიურად აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს, სადაც სტუდენტები სამსახურის საქმიანობასა და კარიერულ შესაძლებლობებს ეცნობიან.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს.

მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს როგორც ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას, ისე საგამოძიებო სამსახურის ეფექტიან მუშაობას.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →მხარდაჭერით →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი