მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი
CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი

CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი და დოკუმენტი წარმოაჩინა, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნების მიღწევა, - წერს CNN-ი.

სამუშაო ჩარჩო მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა და ირანის პორტებზე აშშ-ის ბლოკადის მოხსნა. ირანის ბირთვული პროგრამის დემონტაჟი, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ ირანის გამდიდრებული მასალის მოპოვება, რომელიც, ოფიციალური პირის განცხადებით, ადგილზე განადგურდება და შემდგომ ქვეყნიდან იქნება გატანილი. ირანი „გათავისუფლდება იმ ეკონომიკური ზეწოლის დიდი ნაწილისგან, რომლის ქვეშაც მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა“, თუ ქვეყანა შეასრულებს შეთანხმების პირობებს. „ეს სარგებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუ ისინი რეალურად შეასრულებენ პირობებს.

ირანისთვის ფინანსური შეღავათების დაწესების საკითხი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მსგავსი შეღავათები მხოლოდ მას შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, რაც ირანი გადადგამს ნაბიჯებს პირობების შესასრულებლად.

„ირანელები ვერაფერს მიიღებენ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისას ან უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

„ისინი მიიღებენ ეკონომიკურ ჯილდოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის. ასე რომ, თუ ისინი დათმობენ ბირთვულ მასალას, როგორც დაგვპირდნენ, მიიღებენ რაღაცას. თუ ისინი მოახდენენ თავიანთი ბირთვული პროგრამების ან ბირთვული ობიექტების დემონტაჟს, მიიღებენ სხვა რამეს. ხოლო თუ ისინი ნამდვილად აიღებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ვალდებულებას, ამ ყველაფერთან ერთად დამატებით სარგებელსაც მიიღებენ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავსფორმულა
  • რასაც მივაღწიეთ დღეს, ესეც დასაფასებელია, მაგრამ იმ მედიკამენტზე, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, ჯერჯერობით, არ არის შეთანხმება მიღწეული - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი კახა წიქარიშვილირუსთავი 2
  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი