მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს

ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს

ფორმულა|formulanews.ge

პარასკევს ჰამასმა განაცხადა, რომ დათანხმდა ისრაელთან ომის დასასრულებლად შემუშავებულ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს დებულებებს მისი განიარაღების და ღაზის სექტორიდან ისრაელის ძალების ეტაპობრივი გაყვანის შესახებ. ისრაელის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს მისი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესრულების შემდეგ საფეხურზე გადაყვანას, „ყურადღებით სტრუქტურირებულ ეტაპებად“ განხორციელდება. ტრამპს პროცესის დასრულების კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

შეთანხმება, რომელსაც ტრამპმა Truth Social-ის პოსტში „მონუმენტური ნაბიჯი“ უწოდა, აშშ-ის შუამდგომლობით გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ცხრა თვის შემდეგ შედგა.

„ეს შეთანხმება გადამწყვეტი ნაბიჯია იმისკენ, რომ ღაზა საბოლოოდ იმართებოდეს ახალი პალესტინური მთავრობის მიერ, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მშვიდობის საბჭოსთან პალესტინელი ხალხის დასახმარებლად. ამავდროულად, ისრაელს ექნება ის უსაფრთხოება, რომელსაც იმსახურებს, და ღაზა აღარ იქნება გამოყენებული ტერორისტული თავდასხმების ბაზად.“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა ასევე ითვალისწინებს პალესტინაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის მოსვლას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის ხელმძღვანელობით, რომელიც გაუძღვება ღაზას აღდგენის ძალისხმევას.

ისრაელის ომმა ღაზაში, რომელიც დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში ჰამასის შეჭრის საპასუხოდ, სულ მცირე 73,000 პალესტინელი იმსხვერპლა, მათგან დაახლოებით 1200 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

ღაზი ჰამადმა, ჰამასის მოლაპარაკებების დელეგაციის წევრმა, განაცხადა, რომ განიარაღება დამოკიდებულია ისრაელის ღაზიდან გასვლასა და პალესტინის ტერიტორიის აღდგენის პროცესის პროგრესზე.

Al Jazeera-მ მიიღო ხუთშაბათის შეთანხმების ასლი, სადაც აღნიშნულია, რომ განიარაღების ზუსტი საგზაო რუკა უნდა მომზადდეს 14 დღის განმავლობაში. Al Jazeera-ს მიერ მოპოვებულ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ განიარაღების პროცესი დაიწყება ღაზაში ეროვნული კომიტეტისა და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შესვლით. ეროვნული კომიტეტი შემდეგ ზედამხედველობას გაუწევს „ინვენტარიზაციისა და შენახვის“ პროცესს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ იარაღი არ უნდა გადაეცეს ისრაელს ან რომელიმე არაპალესტინურ ორგანოს და რომ ეროვნული კომიტეტი იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც ღაზაში იარაღს ფლობს.

„პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა“, ღაზაში მოქმედმა კიდევ ერთმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, განაცხადა, რომ ცნობები ფრაქციებსა და ისრაელს შორის შეთანხმების შესახებ არაზუსტია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • კობახიძის პირველი კომენტარი ბურჭულაძისთვის საპროცესო შეთანხმებაზეტვ პირველი
  • ჩამორთმეულია უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე, დანიშნულია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - ადვოკატი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის საპროცესო შეთანხმებაზერუსთავი 2
  • ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათიმედი
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

ფორმულა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ

ფორმულა

მამისეიშვილი: საქართველოში ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი უფრო ნეგატიურია, ვიდრე დადებითი

მამისეიშვილი: საქართველოში ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი უფრო ნეგატიურია, ვიდრე დადებითი

ფორმულა

კაია კალასი: მატარებელზე დრონით იერიში დასავლეთის დაშინებას ისახავდა მიზნად

კაია კალასი: მატარებელზე დრონით იერიში დასავლეთის დაშინებას ისახავდა მიზნად

ფორმულა