მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: აშშ-მა სტრატეგიული მარაგიდან 53 მილიონი ბარელი ნავთობი გამოუშვა
CNN: აშშ-მა სტრატეგიული მარაგიდან 53 მილიონი ბარელი ნავთობი გამოუშვა

CNN: აშშ-მა სტრატეგიული მარაგიდან 53 მილიონი ბარელი ნავთობი გამოუშვა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა სტრატეგიული სანავთობო მარაგიდან 53,3 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობი თავისუფალ მიმოქცევაში გამოუშვა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლებამ აღნიშნული ნაბიჯი ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის ომით გამოწვეული ნავთობზე მაღალი ფასების სტაბილიზაციის მიზნით გადადგა.

საერთო ჯამში, აშშ 172 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობის გამოშვებას გეგმავს. ეს არის მარტში გამოცხადებული საერთო ინიციატივის ნაწილი, რომლის თანახმადაც 30-ზე მეტმა ქვეყანამ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მოცულობა 400 მილიონი ბარელით უნდა გაზარდოს, რათა საერთაშორისო ფასები დაასტაბილუროს.

CNN-ის ცნობით, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, რომლის მეშვეობით მსოფლიო ნავთობისა და გაზის 20% გადაზიდვა ხდებოდა, ნავთობზე ფასის ზრდა და მსოფლიო ეკონომიკაზე ინფლაციური წნეხი გამოიწვია. ირანში ომის დაწყებიდან დღემდე ნავთობზე ფასი დაახლოებით 45%-ით, ანუ ერთ ბარელზე 30 დოლარით გაიზარდა.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ამერიკას მსოფლიო ბაზარზე სარეზერვო მარაგებიდან ნავთობის დაახლოებით 35 მილიონი ბარელი აქვს გამოშვებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი