
CNN: ირანმა ნატოს წევრი ბულგარეთი გააფრთხილა, არ დაუშვას საკუთარი ტერიტორიის გამოყენება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელისა თუ ამერიკის სამხედრო მოქმედებებისთვის
ირანმა ორშაბათს ნატოს წევრი ბულგარეთი გააფრთხილა, არ დაუშვას საკუთარი ტერიტორიის გამოყენება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელისა თუ ამერიკის სამხედრო მოქმედებებისთვის და დასძინა, რომ ნებისმიერი თავდასხმის კერაზე დარტყმის უფლებას იტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ბულგარელ ხალხთან. თუმცა, ჩვენ განვმარტეთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერად მიიჩნევა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აგრესიის აქტში მონაწილეობას შეადგენს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ და დასძინა, რომ „ირანს აქვს უფლება, ამოიღოს მიზანში მის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული აქტის წარმოშობის ადგილი და წყარო“.
იმედი
წყარო: imedinews.ge