
CNN: ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის არმიის ვერტმფრენი ირანულმა დრონმა ჩამოაგდო
ომანის სანაპიროსთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, აშშ-ის არმიის კუთვნილი Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და ინციდენტში ჩახედული წყაროების ცნობით, ვერტმფრენის ჩამოგდება ირანულმა დრონმა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენის ეკიპაჟის ორივე წევრი გადარჩა.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. მან აღნიშნა, რომ სამხედროებმა მიაწოდეს ინფორმაცია ირანის მიერ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ და ხაზგასმით განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ თავდასხმას აუცილებლად უნდა უპასუხოს.
ექსპერტების განმარტებით, ირანული წარმოების ერთჯერადი Shahed-ის ტიპის დრონები საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე და დაბალი სიჩქარით ფრენით გამოირჩევიან. სწორედ ეს სპეციფიკური მახასიათებლები აძლევს მათ საშუალებას, ბალისტიკურ რაკეტებზე უკეთ აარიდონ თავი საჰაერო თავდაცვის სისტემებს და შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ სამიზნეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge