მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას ეწინააღმდეგება
CNN: ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას ეწინააღმდეგება

CNN: ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას ეწინააღმდეგება

იმედი|imedinews.ge

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის საფრთხე შექმნა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე არ სურს, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ჩაერთოს. ინფორმაციას CNN-ი ორ ისრაელურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, ვაშინგტონი შიშობს, რომ ისრაელის ჩართვამ, შესაძლოა, კონფლიქტზე კონტროლი დააკარგვინოს.

„პრემიერ-მინისტრს [ბენიამინ ნეთანიაჰუს] ნამდვილად სურს, შეუერთდეს აშშ-ის დარტყმებს, თუმცა ამ ეტაპზე შეერთებულ შტატებს არ სურს, ისრაელი ჩართული იყოს“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განაახლონ, საჭიროების შემთხვევაში კი ეს დამოუკიდებლად გააკეთონ.

„ისრაელის თავდაცვის ძალები მზადყოფნაში არიან და მზად არიან, განაახლონ კამპანია, აღადგინონ საჰაერო უპირატესობა და დამოუკიდებლად განახორციელონ დარტყმები ირანის წინააღმდეგ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, თუნდაც ეს მესამედ გახდეს საჭირო. თუ დაბრუნება მოგვიწევს, უფრო დიდი ძალით დავბრუნდებით“, – განაცხადა კაცმა ისრაელის სამხედრო ავიაციის ახალი პილოტების გამოშვების ცერემონიაზე.

თუმცა, ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ისრაელში გავრცელებული შეფასებით, დონალდ ტრამპს არ სურს ირანთან სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება. წყაროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, შესაძლოა, მაქსიმუმ, ირანის პორტების წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის აღდგენას დათანხმდეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანი სრული ჩამოშლის პროცესშიარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
  • სასამართლომ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთათვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვაBM.GE
  • „ამ თავგზააბნეული კაცის ბოდვას გავასწორებთ“ — ირანი ტრამპის განცხადებას ეხმაურებაფორმულა
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი