მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს
ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს

ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პლატფორმას „მედიის გასაღები“, რომელიც www.mediatsigniereba.ge -ზეა განთავსებული, 60-ზე მეტი ახალი რესურსი დაემატა და ახლა უკვე 200-ზე მეტი ფილმისა თუ ანიმაციის შესახებ საგანმანათლებლო და სადისკუსიო მასალას აერთიანებს.

პროექტი ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ევროკომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარებისთვის არის აღიარებული. პროექტი, მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ფილმების ანალიზითა და განხილვით უზრუნველყოფს და მათ მედია პროდუქტების გააზრებასა და მედია გზავნილების სწორად შეფასებაში ეხმარება.

პლატფორმაზე განთავსებული რესურსები პროფესიონალმა ფსიქოლოგებმა და კინომცოდნეებმა სპეციალურად „მედიის გასაღების“ პროექტისთვის შეიმუშავეს. თითოეულ ფილმს თან ახლავს მოკლე სიუჟეტი, ღირებულებითი, თემატური აქცენტები და სადისკუსიო კითხვები. აღნიშნული მასალები მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, ყურადღება გაამახვილონ საკვანძო სცენებზე, ახალისებს ერთობლივ, არგუმენტირებულ მსჯელობას და ფილმის ყურების პროცესს ინტერაქციულსა და საინტერესოს ხდის.

ონლაინ სივრცეში თავმოყრილია ფილმები და ანიმაციები ოთხი ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის: 4-8 წლამდე ბავშვებისთვის, 9-11 წლამდე მოსწავლეებისთვის, ასევე, 12-14 წლამდე და 15-18 წლამდე მოზარდებისთვის.

„მედიის გასაღები“ მშობლებსა და მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად შეარჩიონ ბავშვების ასაკისთვის შესაფერისი ფილმები, გამართონ მათთან დისკუსია და ერთად განიხილონ პოზიტიური შინაარსი. სადისკუსიო კითხვები მოზარდებს ეხმარება, გაიაზრონ ფილმის მთავარი სათქმელი, გამოიტანონ სწორი დასკვნები, შეაფასონ მედია პროდუქტის არსი და ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია, რაც მათ კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკურ მსჯელობასა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებს განუვითარებს.

საგულისხმოა, რომ პლატფორმაზე განთავსებულია პრაქტიკული გზამკვლევი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის, რომელიც კინოჩვენების პროცესის ეფექტიანად წარმართვის დეტალურ ინსტრუქციას მოიცავს. გზამკვლევში ასევე განმარტებულია, თუ როგორ შეიძლება ფილმების ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა საგნის სწავლებისას.

„მედიის გასაღების“ პლატფორმაზე განთავსებულია პოპულარული ქართული და უცხოური ფილმებისა თუ ანიმაციების ტრეილერებიც, ამასთანავე, ვებ-გვერდზე მოკლემეტრაჟიანი ფილმები სრულადაა ხელმისაწვდომი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შემოსავლების სამსახურში - მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურში - მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

იმედი

ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა

იმედი

POLITICO: ტრამპმა დაადასტურა, რომ ივლისში თურქეთიდან სხვა თვითმფრინავით ფარულად გაფრინდა

POLITICO: ტრამპმა დაადასტურა, რომ ივლისში თურქეთიდან სხვა თვითმფრინავით ფარულად გაფრინდა

იმედი

კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა

კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა

იმედი