მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ტრამპმა დაადასტურა, რომ ივლისში თურქეთიდან სხვა თვითმფრინავით ფარულად გაფრინდა
POLITICO: ტრამპმა დაადასტურა, რომ ივლისში თურქეთიდან სხვა თვითმფრინავით ფარულად გაფრინდა

POLITICO: ტრამპმა დაადასტურა, რომ ივლისში თურქეთიდან სხვა თვითმფრინავით ფარულად გაფრინდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გასულ თვეს თურქეთში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ქვეყანა ფარულად სხვა თვითმფრინავით დატოვა, თუმცა უარყო, რომ თავად მონაწილეობდა ამ ოპერაციის დაგეგმვაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი და უმაღლესი თანამდებობის სხვა პირების უსაფრთხოება საიდუმლო სამსახურის საქმეა, შესაბამისად აღნიშნული უწყება თავად გეგმავს და აღასრულებს ამა თუ იმ ოპერაციას.

„ეს მხოლოდ საიდუმლო სამსახურის საქმეა. მე უბრალოდ იმას ვაკეთებ, რასაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ“, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ოჰაიოში თვითმფრინავში ასვლამდე.

ფარული ოპერაციისას, რომლის შესახებაც პირველად ორშაბათს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, ტრამპი აეროპორტში კვების მომსახურების სატვირთო მანქანის საშუალებით Air Force One-დან ფარულად გადაიყვანეს უფრო მცირე ზომის სამხედრო თვითმფრინავში.

თვითმფრინავების შეცვლა მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტი ტრადიციულ Air Force One-ზე სატელევიზიო კამერების წინაშე ავიდა. The Washington Post-ის ცნობით, ჟურნალისტებმა და ადმინისტრაციის არაერთმა თანამშრომელმა, რომლებიც Air Force One-ზე დარჩნენ, არ იცოდნენ, რომ თვითმფრინავი შეიცვალა და რომ ისინი, ფაქტობრივად, უნებლიე „მატყუარა სამიზნეებად“ გამოიყენეს.

მაშინ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთიდან ახლახან ნაჩუქარი Boeing 747-800-ით კი არა, ძველი Air Force One-ით მგზავრობდა „ძველი დროის ხათრით“. თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ცნობების თანახმად, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ირანული საფრთხის შესახებ შეიტყო და სწორედ ამის გამო გადაწყდა ძველი თვითმფრინავის გამოყენება.

თურქეთიდან 8 ივლისს გამგზავრება ირანზე აშშ-ის მიერ სამხედრო დარტყმების განახლების მეორე დღეს მოხდა. დარტყმები მას შემდეგ განახლდა, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, წერს POLITICO.

ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლისას კვლავ ძველ საპრეზიდენტო თვითმფრინავში გადაინაცვლა. თუმცა The Washington Post-მა ვერ დაადგინა, როგორ დაბრუნდა იგი თვითმფრინავში.

„როგორც ჩანს, აქ რაღაც საფრთხე იყო. სიმართლე გითხრათ, ბევრი კითხვა არც დამისვამს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • ტრამპის ადმინისტრაციამ 175 000-ზე მეტი ვიზა გააუქმაBM.GE
  • "მთელი სრუტე გაწმენდილი გვაქვს ნაღმებისგან" - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს 100%-ით აკონტროლებსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

შემოსავლების სამსახურში - მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურში - მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

იმედი

ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა

იმედი

კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა

კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა

იმედი

ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს

ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს

იმედი