მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-მა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
ComCom-მა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ComCom-მა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც, როგორც გასული წლის საქმიანობის შეჯამების, ისე 2026 წლის გეგმის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. წლიურ ანგარიშში კომისიის რეგულირებაში შემავალი სფეროების, მათ შორის ტელეკომისა და მაუწყებლობის დარგების ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევებია მიმოხილული. ასევე, წლიური ანგარიშის დოკუმენტი დეტალურად მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„ComCom-ის 2025 წლის ანგარიშში მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: 5G-ის განვითარება საქართველოში, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, ქვეყნის ინტერნეტიზაცია და ციფრული წიგნიერება, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა, IP პირინგისა და IXP-ის განვითარების კვლევა და სხვა.

ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ტელეკომ სექტორისა და მაუწყებლობის დარგის განვითარების ტენდენციები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ჭრილში. ასევე, გადმოცემულია ინფორმაცია საკომუნიკაციო სექტორიდან ქვეყნის ბიუჯეტში შენატანების შესახებ.

რაც შეეხება მაუწყებლობის დარგს, ანგარიშში შეჯამებულია მედიაგარემოს გაჯანსაღების მიზნით კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, საუბარია მედიის გამოწვევებსა და სარეკლამო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. ასევე, წარმოდგენილია წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგისა და ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის ანალიზის შედეგები.

ანგარიში ასევე დეტალურ ინფორმაციას მოიცავს მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ქვეყნის მასშტაბით მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამომუშავების, ყალბ ინფორმაციასთან გამკლავების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით ახორციელებს. მათ შორისაა თემები: მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში, მედიაწიგნიერების კონკურსები მოსწავლეების, სტუდენტებისა და სკოლებისთვის, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ და სხვა.

2025 წლის ანგარიში იხილეთ ბმულზე: https://comcom.ge/uploads/other/17/17420.pdf", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი