მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-მა ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით სტუდენტებს ტრენინგი - „AI დასაქმებისთვის“ ჩაუტარა
ComCom-მა ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით სტუდენტებს ტრენინგი - „AI დასაქმებისთვის“ ჩაუტარა

ComCom-მა ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით სტუდენტებს ტრენინგი - „AI დასაქმებისთვის“ ჩაუტარა

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს ,,ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე 60 სტუდენტისთვის, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ტრენინგი ჩაატარა თემაზე ,,ხელოვნური ინტელექტი დასაქმებისთვის”. ტრენინგს უძღვებოდნენ კომუნიკაციების კომისიის ,,ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია, რომელთაც მედიაწიგნიერების, ციფრული წიგნიერების, კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციური ინსტრუმენტების გაცნობა და მათი ეფექტიანი გამოყენება, AI-ის ინტეგრირება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, AI როგორც პერსონალური ასისტენტი დასაქმების პროცესში, ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების პლატფორმები, LinkedIn პროფილის ოპტიმიზაცია და სხვა.

„აღნიშნული ტრენინგ-მოდული ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს მომავლის კომპეტენციებისა და უნარების განვითარებაში. AI-ის, როგორც პერსონალური ასისტენტის გამოყენება (მაგ. CV-ის წერა, სამოტივაციო წერილების გენერირება, ინფორმაციის მოძიება), ახალგაზრდებს უზოგავს დროს და ეხმარება ყოველდღიური დავალებების უფრო ხარისხიანად შესრულებაში. ინოვაციური ინსტრუმენტების ფლობა მათ სძენს „მომავლის უნარებს“ (Future Skills), რაც დამსაქმებლებისთვის ძალიან მიმზიდველია. AI-ის ინტეგრირება დასაქმების პროცესში ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ვაკანსიების უფრო ჭკვიანური ფილტრაცია, გასაუბრებებისთვის სიმულაციური მომზადება და საკუთარი უნარების ბაზრის მოთხოვნებთან მორგება. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო პლატფორმების გაცნობა ახალგაზრდებს უხსნის გზას ფრილანსინგის, დისტანციური მუშაობისა და საერთაშორისო სტაჟირებებისკენ. აღნიშნული ტრენინგი ახალგაზრდებს აძლევს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა იყვნენ უფრო თავდაჯერებულები სამუშაოს ძიებისას, წარმოაჩინონ თავი თანამედროვე ციფრულ პროფესიონალებად და დაზოგონ რესურსები AI-ის გონივრული გამოყენებით.

სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს ,,ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის” თემატური ახალგაზრდული ბანაკების მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი