მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-მა მარტვილში ინტერნეტის მიზნობრივ და უსაფრთხო გამოყენებაში მეწარმეები გადაამზადა
ComCom-მა მარტვილში ინტერნეტის მიზნობრივ და უსაფრთხო გამოყენებაში მეწარმეები გადაამზადა

ComCom-მა მარტვილში ინტერნეტის მიზნობრივ და უსაფრთხო გამოყენებაში მეწარმეები გადაამზადა

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილში მეწარმეები გადაამზადა. ტრენინგი, რომელიც მარტვილის მერიაში ჩატარდა, თემას „ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება“ მიეძღვნა.

ადგილობრივმა მეწარმეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც საკუთარი საქმიანობისთვის ეფექტიანად გამოიყენებენ. მათ შორის, პროგრამის ბენეფიციარები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან ახორციელებს, მიზნად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების სწავლებას ისახავს. პროგრამაში მონაწილეობა სამიზნე დასახლებებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს, 14 წელს ზემოთ ასაკიდან, უფასოდ შეუძლია. კომუნიკაციების კომისია 20 მუნიციპალიტეტის სამიზნე 300-ზე მეტი სოფლიდან და დასახლებული პუნქტიდან უკვე 14,000-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა. ამ ეტაპზე პროგრამა პარალელურ რეჟიმში სამ მუნიციპალიტეტში: მარტვილში, ჭიათურასა და გორში მიმდინარეობს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი