მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-მა სატელეკომუნიკაციო დარგებში ავტორიზებული კომპანიებისთვის კალენდარი შექმნა
ComCom-მა სატელეკომუნიკაციო დარგებში ავტორიზებული კომპანიებისთვის კალენდარი შექმნა

ComCom-მა სატელეკომუნიკაციო დარგებში ავტორიზებული კომპანიებისთვის კალენდარი შექმნა

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომისა და მაუწყებლობის სექტორებში ავტორიზებული პირებისთვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესავსები კალენდარი შეიმუშავა, რომელიც ComCom-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ახალი ინსტრუმენტი ყველა ავტორიზებულ, თუ ლიცენზირებულ პირს მისცემს დამატებით შესაძლებლობას აკონტროლონ ფორმების შესავსები ვადები, იმისთვის, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები კომპანიებმა დროულად შეასრულონ. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირები ვალდებული არიან შეავსონ კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ახალი ინსტრუმენტით კომპანიები მარტივად მოძებნიან კონკრეტული პერიოდულობის შესაბამისად რომელიც სტატისტიკური ფორმა აქვთ წარსადგენი. ComCom-ის ვებ-გვერდზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება „კალენდარი ავტორიზებული კომპანიებისთვის“, სადაც მარტივი საძიები სისტემის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, პერიოდების მითითებით, მოძებნოს სავალდებულოდ შესავსები ფორმები, ფორმების ნომრების, დასახელებისა და შინაარსის მიხედვით. ყველა ფორმას მითითებული აქვს ვადები. აღნიშნულ განყოფილებაში განთავსებულია 90-მდე ფორმა, რომელიც როგორც ელექტრონული კომუნიკაციების, ისე მაუწყებლობის სფეროებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, მათ შორის: შემოსავლების, ინვესტიციების, ფინანსური მაჩვენებლების, საჩივრების, სატარიფო გეგმების, სამაუწყებლო ბადის, დაფინანსების შესახებ და სხვა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

იმედი

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს

იმედი

პროკურატურამ თაღლითური გზით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თაღლითური გზით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

უკრაინამ ვორონეჟში  მიკროსქემებისა და ნახევარგამტარების ქარხანას დაარტყა

უკრაინამ ვორონეჟში მიკროსქემებისა და ნახევარგამტარების ქარხანას დაარტყა

იმედი