მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დაბა ხულოში ცენტრალური სკვერი მოეწყო
დაბა ხულოში ცენტრალური სკვერი მოეწყო

დაბა ხულოში ცენტრალური სკვერი მოეწყო

იმედი|imedinews.ge

დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სკვერი მოეწყო, რომელიც ადგილობრივებისა და მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი და თავშეყრის სივრცე იქნება.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია 3900 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე განხორციელდა და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნა. სკვერში მოეწყო ბავშვთა გასართობი და სპორტული ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და დაიდგა ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობრისა და ასტრონომის, ტბელ აბუსერიძის ძეგლი. ასევე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო.

ცენტრალური სკვერის მოწყობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 167 988 ლარი გამოიყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი