მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

თავდაცვის უწყება 30 ივნისს დაჭრილ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა. დაჭრილ მებრძოლებს კვირეულის გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად ზრუნავს დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციაზე, სოციალურ დაცვასა და სამედიცინო მხარდაჭერაზე. თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, ქართველი სამხედროების წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რის გამოც მათ საერთაშორისო პარტნიორების აღიარება დაიმსახურეს.

ირაკლი ჩიქოვანმა დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის საქმეში საზოგადოების მონაწილეობაზე და, ამ კუთხით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან მოწვეულ სტუმრებს სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაც გააცნო, რომელიც, მთავრობის მხარდაჭერით, დაჭრილი მებრძოლებისთვის ყოველთვიური დანამატის 50%-ით გაზრდას ითვალისწინებს. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირეული, მებრძოლებისთვის მადლობის გადახდის კიდევ ერთი შესაძლებლობაა.

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დაჭრილ მებრძოლთა აქტიური ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში მიღებული ჯილდოების ექსპოზიცია მოეწყო. სტუმრებს დაშავებული სამხედროებისთვის უწყების მიერ შეძენილი ეტლებისა და სპორტული ინვენტარის დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, თავდაცვის უწყებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივნისი ოფიციალურად დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღედ არის გამოცხადებული. ამ თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად იმართება სპორტული და კულტურული კვირეული, რომლის მიზანია დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი მიღწევების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო-ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო-ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შტატებს აქვთ უფლება, ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აუკრძალონ

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შტატებს აქვთ უფლება, ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აუკრძალონ

იმედი

ზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია - ქართულ ეკლესიას უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. შესაბამისად, ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს

ირანი აცხადებს, რომ გადამწყვეტად უპასუხებს აშშ-ის მხრიდან ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის ნებისმიერ ფაქტს

ირანი აცხადებს, რომ გადამწყვეტად უპასუხებს აშშ-ის მხრიდან ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის ნებისმიერ ფაქტს

იმედი