მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დანია აცხადებს, რომ ლტოლვილის სტატუსს არ მიანიჭებს იმ უკრაინელებს, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან
დანია აცხადებს, რომ ლტოლვილის სტატუსს არ მიანიჭებს იმ უკრაინელებს, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან

დანია აცხადებს, რომ ლტოლვილის სტატუსს არ მიანიჭებს იმ უკრაინელებს, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან

იმედი|imedinews.ge

დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ 23-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელ მამაკაცებს ლტოლვილის სტატუსს აღარ მიანიჭებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს უკრაინელი მამაკაცების მიერ სამხედრო გაწვევისთვის თავის არიდების აღკვეთას.

უკრაინაში 22-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ (გარკვეული გამონაკლისების გარდა), ხოლო 25-დან 60 წლამდე ასაკის პირები შეიარაღებულ ძალებში გაწვევას ექვემდებარებიან.

ეს განცხადება იმ ფონზე კეთდება, როდესაც ევროკავშირი 2022 წლიდან უკრაინელებისთვის მინიჭებულ დროებითი დაცვის ზომებს განიხილავს. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა განიხილავს ეროვნულ კანონებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპაში მყოფი 4 მილიონი უკრაინელი ლტოლვილისთვის დროებითი დაცვის მექანიზმების შეზღუდვას.

„დანია მტკიცედ უდგას უკრაინას მხარში თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ვცვლით უკრაინის შესახებ სპეციალურ კანონს, რადგან ჩვენი საცხოვრებლის წესები არ უნდა იყოს გამოყენებული მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად“, - განაცხადა დანიის საიმიგრაციო მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა.

სამართლებრივი ცვლილება ნიშნავს, რომ მამაკაცები, რომლებიც ექვემდებარებიან უკრაინის მობილიზაციის წესებს, დანიაში ბინადრობის ნებართვის მიღებას ვეღარ შეძლებენ. თუმცა, დანიის მთავრობის პრესრელიზის თანახმად, დანიაში უკვე მყოფი 47 600 უკრაინელი ქვეყანაში დარჩენას შეძლებს.

სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული პირები კვლავ შეძლებენ დაცვის მიღებას.

კოპენჰაგენის ეს ნაბიჯი უკვე გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ, რომელმაც მას უწოდა „ევროპაში ამჟამად დევნილ 4.3 მილიონ უკრაინელისთვის დაცვის შეზღუდვისკენ მიმართული უფრო ფართო ტენდენციის მაგალითი“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი