
დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს
იმედი|imedinews.ge
დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს. ქვეყნის ხელისუფლება უკრაინის დასავლეთ და ცენტრალური, 14 ოლქის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ტერიტორიებად გამოცხადებას, და შესაბამისად აღნიშნული ტერიტორიებიდან გაქცეულების მიღების აკრძალვას გეგმავს.
ამასთან, დანიის მთავრობა უკვე მიღებული უკრაინელებისთვის, რომლებიც დევნილის სტატუსით სარგებლობენ და სოციალურ შემწეობას იღებენ, მუშაობის ვალდებულების დაკისრებასაც ითხოვს. დანიაში დღეისათვის 47 600 უკრაინელი იმყოფება
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge