მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა
დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროკომისიის კვლევაზე.

ჩიხელიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით შეძლო ის, რომ მოსახლეობის ნდობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა იმ პოლიტიკის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ კვლევა ევროკომისიის მიერ არის ჩატარებული და ეს არა უბრალოდ ერთი რიგითი ანგარიშია, არამედ საერთაშორისო კვლევით დადასტურებული რეალობა! მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ნდობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამის უარყოფას მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება.

„საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს.

ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. რაც საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ისტორიული შედეგია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შედეგი იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მუდმივად გვესმის საქართველოს მთავრობის კრიტიკა სწორედ ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ხშირად იქმნება ისეთი სურათი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების ნდობას კარგავს, თითქოს მისი პოლიტიკა მხარდაჭერას ვერ პოულობს და თითქოს ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობა მთლიანად ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ა.შ.

მაგრამ ერთია არამართლზომიერი კრიტიკა და მეორეა ფაქტი. ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობისადმი ნდობა გაიზარდა. ფაქტია, რომ საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

საქართველოს მთავრობამ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით შეძლო ის, რომ მოსახლეობის ნდობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა იმ პოლიტიკის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს - სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის ინტერესების დაცვა და გადაწყვეტილებების მიღება, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. შეიძლება, პირადი მიზნებიდან გამომდინარე, ერთეულებს მთავრობის პოლიტიკა არ მოსწონდეთ, მაგრამ აღნიშნული კვლევა ზუსტად ასახავს, ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულებას და განწყობას. ევროპის საუკეთესო ხუთეულში ყოფნა არის მოცემულობა, რომლის იგნორირება შეუძლებელია.

კვლევა ევროკომისიის მიერ არის ჩატარებული, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ეს არა უბრალოდ ერთი რიგითი ანგარიშია, არამედ საერთაშორისო კვლევით დადასტურებული რეალობა! საქართველოს მთავრობის ნდობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამის უარყოფას მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება“, - წერს ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • 2026 წლის ექვს თვეში ევროკავშირიდან ჯამში საქართველოს 4200 მოქალაქე გამოაძევესBM.GE
  • ევროკავშირიდან 2026 წლის პირველ ექვს თვეში 12 615 ქართველი გამოაძევესფორმულა
  • ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politicoნეტგაზეთი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
ევროკავშირის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

თამთა მეგრელიშვილი: მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს

შიო მესამე: ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც არ იცვლება

შიო მესამე: ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც არ იცვლება

იმედი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიისა და ლიის დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიისა და ლიის დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

იმედი

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა

იმედი