მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა - უნდა დადგინდეს ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი
დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა - უნდა დადგინდეს ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი

იმედი|imedinews.ge

სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზი შეიცვალა და სამიზნე ახლა ქვეყნის ეკონომიკაა და ახსენებს, რომ გიორგი ბარამიძის ფრაზა, რომ თითქოს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, ჯაჭვის ერთი რგოლია და არა ტყუილის შემთხვევითი გავრცელების მცდელობა.

„როდესაც საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების, ყველა არსებული გეგმა ჩავარდა, ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს, პოლიტიკური დაპირისპირების ნაცვლად, ეკონომიკაზე შეტევა გადაწყვიტეს. სწორედ ამ მიზნისთვის არის შერჩეული ტურიზმი. სექტორი, რომლის დაზიანებაც ქვეყნის ეკონომიკაზე სწრაფად და მტკივნეულად აისახება.

გარე ძალების ახალი გეგმის შესაბამისად ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში ტურისტებს საჭმელში უშარდებიან, ტყეში ტოვებენ ან უცხოელებისთვის აქ ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა. მიზანი მარტივია: ტურისტი შეშინდეს, საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, შემცირდეს შემოსავლები და ეკონომიკას პრობლემა შეექმნას. რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკური ფრონტით, ახლა ეკონომიკური ფრონტის გახსნით ცდილობენ. სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან.

ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი!

ფაქტია, საქართველოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზი შეიცვალა, სამიზნე ახლა ქვეყნის ეკონომიკაა. გადავედით დაპირისპირების ახალ ეტაპზე, სადაც რამდენიმე ჯგუფის კოორდინირებულ ქმედებებს ვხედავთ, მათ შორის პოლიტიკური აქტორებიც არიან, დღეს უკვე ნათელია, რომ ბარამიძის ფრაზა, ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, ჯაჭვის ერთი რგოლია და არა ტყუილის შემთხვევითი გავრცელების მცდელობა“, - წერს ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას, რაც მისასალმებელია

გარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება

იმედი

ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქზე შეტევის შესახებ განაცხადეს

ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქზე შეტევის შესახებ განაცხადეს

იმედი

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

იმედი