
დავით მათიკაშვილი: ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ის კურსი, ის მიდგომები, ის გზა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ არჩეული, არის აბსოლუტურად სწორი
ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ის კურსი, ის მიდგომები, ის გზა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ არჩეული, არის აბსოლუტურად სწორი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, პროცესი მიზანმიმართულად იქითკენ არის წარმართული, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა მდგრადობამ, განვითარების მაღალმა დონემ განაპირობოს ქვეყნის მიმართ ინტერესის მომატება გარე აქტორების მხრიდან.
„ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ის კურსი, ის მიდგომები, ის გზა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ არჩეული, არის აბსოლუტურად სწორი. პროცესი მიზანმიმართულად იქითკენ არის წარმართული, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა მდგრადობამ, განვითარების მაღალმა დონემ განაპირობოს ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესის მომატება გარე აქტორებისა.
ვინ ვინ, თუ არა შეერთებული შტატები, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა, უძლიერესი სახელმწიფო უნდა იყოს და არის კიდეც, ჩანს ამ წერილიდან, დაინტერესებული იმაში, რომ ეს ურთიერთობები ამ თვალსაზრისით გაუმჯობესდეს. ის დამაკავშირებელი ხაზი, ევროპასა და აზიას შორის, სადაც გამორჩეულად უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქცია საქართველოს აკისრია, ცხადია ვერ დარჩება ინტერესის მიღმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციისა.
სწორედ ამიტომ, იყო მკაფიო გზავნილები წერილში განსაზღვრული და ეს იმდენად ნათელია და იმდენად ცალსახაა, რომ ამის ორჭოფული წაკითხვა და ორმაგი სტანდარტით ამ ყველაფრის ანალიზი, ვფიქრობ ძალიან გართულდება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დელეგაციამ საქართველოს მთავრობას გაუზიარა მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა და ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ
იმედი
წყარო: imedinews.ge