მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო
დავით მათიკაშვილი: ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო

დავით მათიკაშვილი: ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო

იმედი|imedinews.ge

ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

კერძოდ, ცრუ კამპანიის ავტორები პასუხისმგებლობას არ იღებენ. „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ მოწყობილი აქციების, გაკეთებული განცხადებებისა თუ რადიკალურ პროცესების წარმართვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ფაქტებზე მნიშვნელოვანი განცდებია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი ვერ ასახელებს კანონის შედეგად რომელი ორგანიზაცია გაუქმდა. ისევ ვერ ამბობენ დაფინანსების გამჭვირვალობა რატომ არის პრობლემა.

მათიკაშვილის თქმით, ეს რომ აღიარონ, ამისთვის საჭიროა მზაობა, გამბედაობა, საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოსადმი სხვა დამოკიდებულება.

„როგორ წარმოგიდგენიათ, არაპატრიოტულ, აგენტურულ, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს რა ამოძრავებთ საკუთარი სამშობლოს მიმართ. ამიტომაც, ასეთ აღიარებას ნუ ველით. ისინი ამას არ აღიარებენ და ამით საკუთარ დანაშაულს, საკუთარ რეალურ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებენ საზოგადოებას, თუ რა მტრული ძალები არიან საქართველოს წინააღმდეგ განწყობილნი“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს თავდაცვის ძალებს ლეიტენანტთა ახალი ნაკადი შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს ლეიტენანტთა ახალი ნაკადი შეემატა

იმედი

საბურთალოს რაიონში, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩის მიმდებარედ და ხვიჩიას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

საბურთალოს რაიონში, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩის მიმდებარედ და ხვიჩიას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

იმედი

დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

იმედი

განათლების მინისტრი „გურიის მოამბეს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

განათლების მინისტრი „გურიის მოამბეს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

იმედი