
დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
იმედი|imedinews.ge
დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საავადმყოფოსა და შოთა რუსთაველის ქუჩაზე სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობების განახლება.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 300 არაგველის ქუჩას და მოეწყობა ბულვარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ფასანაურში საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლებას. გათვალისწინებული იქნება სარეაბილიტაციო ობიექტების ფუნქციური დანიშნულება, ისტორიული და კულტურული თავისებურებები, ასევე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომები.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge