
დავით მათიკაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: რადიკალი აგენტურული ოპოზიცია ისე იშლება და ისე ერთიანდება, საზოგადოება ამას ნორმალურად ვერც იგებს, რატომ
რადიკალი აგენტურული ოპოზიცია ისე იშლება და ისე ერთიანდება, საზოგადოება ამას ნორმალურად ვერც იგებს, რატომ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.
მათიკაშვილის თქმით, ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია.
„არც რეალური საფუძველი არსებობს მათი გაერთიანების და დაშლითაც ეს ეკლექტური გაერთიანება იშლება. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია. დანარჩენი, ისინი რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ვერანაირ სოლიდურს და ღირებულს ვერ ქმნიან, ესეც, ნდობის არ ქონის პირობებში, აბსოლუტურად გასაგებია“, - აღნიშნა მან.
„ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან გასვლის შესახებ ჯერ ოფიციალურ განაცხადს არ აკეთებს, თუმცა ყოველდღიურად პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ ალიანსი უფუნქციოა. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტია „ახალს“ უპირისპირდება. საკითხი დაფინანსების წყაროს უკავშირდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge