მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: საგულისხმოა, რომ ელჩის წასვლა და შედარებით საღი მიდგომა გერმანიის მხრიდან ერთმანეთს დაემთხვა
დავით მათიკაშვილი: საგულისხმოა, რომ ელჩის წასვლა და შედარებით საღი მიდგომა გერმანიის მხრიდან ერთმანეთს დაემთხვა

დავით მათიკაშვილი: საგულისხმოა, რომ ელჩის წასვლა და შედარებით საღი მიდგომა გერმანიის მხრიდან ერთმანეთს დაემთხვა

იმედი|imedinews.ge

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ ეხმაურება ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

„ნელ-ნელა საღი აზრი იმარჯვებს გერმანიის ხელისუფლებაში. ჩვენ ვართ მზად ღია ურთიერთობისთვის. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გერმანიასთან, გერმანელ ხალხთან ისტორიული მეგობრობა, ამ მეგობრობის ბოლომდე აღდგენა. ის, რაც თავის დროზე აქ მოქმედმა გერმანიის ელჩმა გააფუჭა საკუთარი ქმედებით, მისი მოქმედების ანტიქართული ხასიათით, გვინდა რომ ეს ყველაფერი აღდგეს. ბურთი ნამდვილად გერმანიის მხარეს არის. საგულისხმოა, რომ ელჩის წასვლა და შედარებით საღი მიდგომა გერმანიის მხრიდან ერთმანეთს დაემთხვა“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

იმედი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

იმედი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი