
დავით მათიკაშვილი: თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თუ არა ქართველი ხალხის მედგარი წინააღმდეგობა და ის რევოლუციური არჩევნები, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდა, ძალიან სავალალო შედეგით დასრულდებოდა სააკაშვილის რეჟიმის განგრძობადი მმართველობა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თუ არა ქართველი ხალხის მედგარი წინააღმდეგობა და ის რევოლუციური არჩევნები, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდა ძალიან სავალალო შედეგით დასრულდებოდა სააკაშვილის რეჟიმის განგრძობადი მმართველობა. სწორედ ამ დღეს, 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა შეძლო და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაამარცხა და სამუდამოდ განდევნა პოლიტიკური ავანსცენიდან ის რეჟიმი, რომელსაც ერთადერთი რამ შეიძლება, ეწოდოს - ეს იყო ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი დიქტატურა, რომლის მიზანსაც ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურება წარმოადგენდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა.
იმედი
წყარო: imedinews.ge