მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არჩევნების გამო, ილონ მასკის Tesla-სა და SpaceX-ის შეფასება $420 მილიარდით შემცირდა
არჩევნების გამო, ილონ მასკის Tesla-სა და SpaceX-ის შეფასება $420 მილიარდით შემცირდა

არჩევნების გამო, ილონ მასკის Tesla-სა და SpaceX-ის შეფასება $420 მილიარდით შემცირდა

BM.GE7 ნოემბერი, 2026, 04:05|bm.ge

აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ, Tesla-სა და SpaceX-ის ჯამური კაპიტალიზაცია $420 მილიარდზე მეტით შემცირდა.

ხუთშაბათის სავაჭრო სესიაზე SpaceX-ის აქციების ფასი 9%-ით, Tesla-სი კი 11%-ით დაეცა. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების ნეგატიური განწყობა ილონ მასკის წინააღმდეგ შესაძლო გამოძიებასა და მისი კომპანიებისთვის რეგულაციების გამკაცრების მოლოდინს უკავშირდება.

მოგეხსენებათ, შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაზე მოიპოვა კონტროლი. ამასთან, ტეხასის შტატში, სადაც Tesla-სა და SpaceX-ის სათავო ოფისებია განთავსებული, გუბერნატორისა და გენერალური პროკურორის პოზიციებზეც დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ილონ მასკის კომპანიების წინააღმდეგ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას აანონსებენ.

ამასთან, $500 მილიონით ილონ მასკი წლევანდელ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების ყველაზე მსხვილი დონორი იყო, თუმცა მისი ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად, რესპუბლიკელმა პოლიტიკოსებმა არჩევნებში ისტორიული მასშტაბის დამარცხება განიცადეს.

ბოლო მონაცემებით, ილონ მასკის ქონება ერთ კვირაში დაახლოებით $90 მილიარდით შემცირდა და $785 მილიარდი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებსფორმულა
  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
  • ბელგიის პრემიერი გადადგომას ითხოვს - ქვეყანაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოსრუსთავი 2
  • ცნობილია ვინ გაიმარჯვა ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიტვ პირველი
არჩევნების →შეფასება →

მსგავსი სტატიები

პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია Ueno Bank-ის კოლაფსის გამო გადადგა

პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია Ueno Bank-ის კოლაფსის გამო გადადგა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

TOP-10 ექსპორტიორი კომპანია, რომელიც საქართველოდან ყველაზე მეტ საქონელს ყიდის

TOP-10 ექსპორტიორი კომპანია, რომელიც საქართველოდან ყველაზე მეტ საქონელს ყიდის

BM.GE

"ფოკუსირებულები ვიყავით არასაკრედიტო პროდუქტების და სერვისების დანერგვაზე" - როგორია "კრისტალის" შედეგები?

"ფოკუსირებულები ვიყავით არასაკრედიტო პროდუქტების და სერვისების დანერგვაზე" - როგორია "კრისტალის" შედეგები?

BM.GE