მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ფაცაცია თესალონიკის მიტროპოლიტ ფილოთეოსს შეხვდა
დავით ფაცაცია თესალონიკის მიტროპოლიტ ფილოთეოსს შეხვდა

დავით ფაცაცია თესალონიკის მიტროპოლიტ ფილოთეოსს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თესალონიკის მიტროპოლიტ ფილოთეოსს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა ერთიანი მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილია, რაც საფუძველს უქმნის ხალხებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მსოფლიო საპატრიარქოსა და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის როლს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერაში, მათ შორის, სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ბანაკების ორგანიზების კუთხით.

მიტროპოლიტმა ფილოთეოსმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და ხაზი გაესვა მსოფლიო პატრიარქის განსაკუთრებულ როლსა და თანადგომას ამ მძიმე წუთებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ეკლესიას შორის არსებულ სულიერ ერთობას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა დავით ფაცაციამ მიტროპოლიტ ფილოთეოსს თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მიტროპოლიტმა დალოცა ქართული დელეგაციის წარმომადგენლები და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„რაც ყველაზე მთავარია, პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შევთანხმდით. მიტროპოლიტი ფილოთეოსი დაგვპირდა აქტიურ მხარდაჭერას აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების ორგანიზების პროცესში.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

შეხვედრაში საქართველოს გენერალური კონსული თესალონიკში გელა ჯაფარიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი