მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ბოკერიასა და მის თანამოაზრეებს მხოლოდ საკუთარი თავის დარწმუნება რჩებათ, რომ აშშ-სა და საქართველოს ოფიციალური ურთიერთობა ფიქტიური ქორწინებაა, ხოლო ტრამპის „ნამდვილი სიყვარული“ ქართული რადიკალების მიმართ უბრალოდ იმდენად ფარულია, რომ ჯერჯერობით არანაირად არ ვლინდება
დავით ქართველიშვილი: ბოკერიასა და მის თანამოაზრეებს მხოლოდ საკუთარი თავის დარწმუნება რჩებათ, რომ აშშ-სა და საქართველოს ოფიციალური ურთიერთობა ფიქტიური ქორწინებაა, ხოლო ტრამპის „ნამდვილი სიყვარული“ ქართული რადიკალების მიმართ უბრალოდ იმდენად ფარულია, რომ ჯერჯერობით არანაირად არ ვლინდება

დავით ქართველიშვილი: ბოკერიასა და მის თანამოაზრეებს მხოლოდ საკუთარი თავის დარწმუნება რჩებათ, რომ აშშ-სა და საქართველოს ოფიციალური ურთიერთობა ფიქტიური ქორწინებაა, ხოლო ტრამპის „ნამდვილი სიყვარული“ ქართული რადიკალების მიმართ უბრალოდ იმდენად ფარულია, რომ ჯერჯერობით არანაირად არ ვლინდება

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გიგა ბოკერიას განცხადებას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

ქართველიშვილი წერს, რომ ბოკერიას სჯერა ილუზიის, რომელშიც ამერიკის ხელისუფლება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერია, ხოლო საქართველოს მთავრობა რუსეთის პარტნიორი. ანალიტიკოსი წერს, რომ ფაქტები სხვა რეალობაზე მეტყველებენ:

„ბოკერიას ამ პოლიტიკურ ოპერეტაში, აშშ, რასაკვირველია, ფარულად შეყვარებულია ქართულ რადიკალურ ოპოზიციაზე, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ღამღამობით კრემლზე ნატრობს. რეალურად, დეკორაციები მოიხსნა, ხოლო თეთრი სახლის ახალი ბინადრები ურთიერთობენ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც რეალურად მართავს სახელმწიფოს“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ დიპლომატია შენდება მოწვევებით, ოფიციალური ვიზიტებით, წერილებით და ნდობის თანდათანობით აღდგენით, რასაც ვხედავთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში.

„გავეცანი გიგა ბოკერიას კომენტარს აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. როგორც ჩანს, ის გაეცნო ლაშა ფარულავას სუფთა წყლის იდიოტიზმს აღნიშნულ თემაზე და გაგვახარა საკუთარით. მისი პოლიტიკური ვერსია სულ უფრო ჰგავს ოჯახურ მელოდრამას, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც ქორწილში არ მიიწვიეს, მაგრამ ის მაინც მივიდა რესტორნის კართან და ახლა ქუჩიდან უხსნის სტუმრებს, რომ ეს ქორწინება ფიქტიურია.

დიახ, იძულებით აღიარებს, რომ „სოკოებში“ ქორწინება ნამდვილად დაფიქსირებულია ოფიციალურად: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება, მონაწილეობს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში, აშშ-ს პრეზიდენტი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ წერილს უგზავნის. მაგრამ, ბოკერიას ვერსიით, „ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას“ - მეუღლეებს ერთმანეთი არ უყვართ და მხოლოდ საზოგადოების თვალში, ეტიკეტის ფარგლებში ასრულებენ კეთილშობილი ოჯახის როლს.

ამ პოლიტიკურ ოპერეტაში, შიზოფრენიული ლიბრეტოთი, აშშ, რასაკვირველია, ფარულად და თავდავიწყებით შეყვარებულია ქართულ რადიკალურ ოპოზიციაზე, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ღამღამობით კრემლზე ნატრობს. მართალია, ამ სავარაუდო შეყვარებულებს არც შეხვედრები აქვთ ერთმანეთთან, არც სასიყვარულო მესიჯები, არც საერთო გეგმები, არც საჯარო აღიარებები და არც ერთი ნაჩუქარი თაიგული მაინც. ვაშინგტონი, რატომღაც, მაინც ოფიციალურ მინისტრს იწვევს, ოფიციალურ პრემიერ-მინისტრს წერილებს უგზავნის პრეზიდენტი და ოფიციალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობს თეთრი სახლის ადმინისტრაცია. მაგრამ, როგორც ბოკერია გვარწმუნებს, მათი გულები მაინც ქართულ ოპოზიციას ეკუთვნის. ეს უკვე პოლიტოლოგია აღარ არის, ეს უფრო სპირიტიზმის სეანსს ჰგავს: ფაქტები არ არსებობს, საპასუხო გრძნობები არ არსებობს, „ნაღდი, რეალური საყვარელი“ არ ფიქსირდება, მაგრამ რადიკალური ბანაკის მედიუმები კვლავ ტრამპის ხმას ესაუბრებიან წარმოსახვით სამყაროში.

ამავე დონის მტკიცებულებებზე დგას ხელისუფლების თითქოსდა „ფარული რომანი“ კრემლთანაც. არ მომხდარა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, არ შექმნილა პოლიტიკური კავშირი, არ თქმულა უარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და არ მომხდარა ოკუპაციის ლეგიტიმაცია. მაგრამ რადიკალურ მითოლოგიას ფაქტები არასოდეს სჭირდებოდა. საკმარისია ხმამაღლა გამოაცხადო „ღალატი“, შემდეგ კი წლების განმავლობაში საზოგადოებას სთხოვო დაამტკიცოს, რომ ის საერთოდ არ არსებობდა. ასე იქმნება იდეალური კონსტრუქცია: ამერიკას თითქოს ბოკერია უყვარს, საქართველოს თითქოს კრემლი უყვარს, ხოლო რეალური ურთიერთობები ვაშინგტონსა და თბილისს შორის მხოლოდ იმიტომ ცხადდება ფიქციად, რომ ამ ოჯახში რადიკალებისთვის საქორწინო სუფრაზე ადგილიც კი არ მოიძებნა.

სინამდვილეში საქმე გაცილებით უფრო პროზაულ და, სწორედ ამიტომ, რადიკალებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ რეალობასთან გვაქვს. აშშ-სა და საქართველოს სულაც არ სჭირდებათ ხმაურიანი „საქორწინო მოგზაურობა“, „თაფლობის თვე“, რათა ეტაპობრივად აღადგინონ და განავითარონ სამუშაო ურთიერთობები. დიპლომატია საერთოდ იშვიათად ჰგავს რომანტიკულ სერიალს, ის შენდება მოწვევებით, ოფიციალური ვიზიტებით, წერილებით, მოლაპარაკებებით, საერთო ინტერესებითა და ნდობის თანდათანობით აღდგენით. სანამ ბოკერია საერთაშორისო პოლიტიკას წარმოსახვითი გრძნობებითა და არარსებული ღალატებით ზომავს, ვაშინგტონი და თბილისი მსჯელობენ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ სტაბილურობაზე, სატრანსპორტო დერეფნებზე, ეკონომიკურ სარგებელსა და საერთო ინტერესებზე.

ქართული რადიკალური ოპოზიციის მთავარი ტრაგიკომედია კი ის არის, რომ ისინი დღემდე განიცდიან ფანტომურ ტკივილებს იმ ეპოქის გამო, რომელიც ჯონ მაკკეინის, ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის დროინდელ პოლიტიკურ რომანტიკაში დარჩა. მათ ჰგონიათ, რომ საკმარისია თვალები დახუჭონ და ძველი ვაშინგტონი კვლავ ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლებად აღიარებს, მთავარ მაგიდასთან დასვამს და ქართველ ხალხთან სალაპარაკოდ შუამავლობას სთხოვს. მაგრამ დრო შეიცვალა, დეკორაციები მოიხსნა, ხოლო თეთრი სახლის ახალი ბინადრები ურთიერთობენ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც რეალურად მართავს სახელმწიფოს. ამიტომ ბოკერიასა და მის თანამოაზრეებს მხოლოდ საკუთარი თავის დარწმუნება რჩებათ, რომ აშშ-სა და საქართველოს ოფიციალური ურთიერთობა ფიქტიური ქორწინებაა, ხოლო ტრამპის „ნამდვილი სიყვარული“ ქართული რადიკალების მიმართ უბრალოდ იმდენად ფარულია, რომ ჯერჯერობით არანაირად არ ვლინდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ზელენსკის თქმით, უახლოეს დღეებში ტრამპის წარმომადგენლებს კიევსა და მოსკოვში ელიანBM.GE
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპის →საკუთარი →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და შერიგება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან. როდესაც ოპოზიცია ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და შერიგება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან. როდესაც ოპოზიცია ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში

იმედი

სომხური მედია: დასავლეთი სომხეთს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს

სომხური მედია: დასავლეთი სომხეთს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს

იმედი

გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ

გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ

იმედი

Reuters: სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს

Reuters: სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს

იმედი