მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი ე.წ. კასრების საქმეზე: ამ კასრებში აღმოაჩინეს საქაღალდე მინაწერით „დასაჭერები“ და იყო ძალიან ვრცელი სია დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერების, რომლებიც უნდა დაეჭირათ, თუკი 2012 წლის პირველ ოქტომბერს კვლავ მოვიდოდა ქვეყნის სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“
დავით ქართველიშვილი ე.წ. კასრების საქმეზე: ამ კასრებში აღმოაჩინეს საქაღალდე მინაწერით „დასაჭერები“ და იყო ძალიან ვრცელი სია დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერების, რომლებიც უნდა დაეჭირათ, თუკი 2012 წლის პირველ ოქტომბერს კვლავ მოვიდოდა ქვეყნის სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“

იმედი|imedinews.ge

ამ კასრებში აღმოაჩინეს საქაღალდე მინაწერით „დასაჭერები“ და იყო ძალიან ვრცელი სია დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერების, რომლებიც უნდა დაეჭირათ, თუკი 2012 წლის პირველ ოქტომბერს კვლავ მოვიდოდა ქვეყნის სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულზე და 2013 წელს ზუგდიდის ტყეში აღმოჩენილ კასრებზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღმოჩენილი იყო ძალიან საინტერესო რვეული, სადაც აღწერილი იყო, მაგალითად აჭარაში „გასაწეწი ბიზნესმენების“ რაოდენობა - ვინ რა ბიზნესს ფლობდა და რა ბედი ეწეოდათ მათ.

„2013 წელს, როდესაც ვმუშაობდი სუს-ის ანალიტიკური დანაყოფის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სწორედ ჩვენს მიერ დაიგეგმა ის სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ნარაზენის ტყეში აღმოაჩინეს ეს კასრები. ძირითადი ნაწილი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. პირდაპირ ჩანდა, რომ ესა თუ ის პროვოკატორი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ სექსუალური ხასიათის ფარულ გადაღებებში, სპეციალურად მიაგზავნეს, ძალიან კარგად იცოდა, სად იყო დამონტაჟებული ფარული კამერა, სად უნდა დამდგარიყო, რა უნდა გამოჩენილიყო და ა.შ.

ჩემთვის ყველაზე ამოუცნობია ის, რომ ამ ფაილებში გამოვლენილი ძალიან ბევრი ცნობადი ადამიანი, დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. ეს რას დავაბრალოთ, „სტოკჰოლმის სინდრომს“, თუ დღემდე მოუშუშებელ შიშს. იმის გამო, რომ დღემდე არიან ამ შანტაჟის მძევლები“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

დავით ქართველიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გერმანულ ფაშიზმს შეადარა.

„სააკაშვილის რეჟიმს მე შემიძლია, შევადარო ძალიან ცნობილი რეჟიმი, ეს არის კლასიკური გერმანული ფაშიზმი. რისთვის იღებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში იმ წამებებს, რისთვის ინახავდნენ იმ დოკუმენტურ მასალას, რომელიც შემდგომ ძირითად მტკიცებულებად წარდგა ნიურნბერგის პროცესზე და ამ მასალებით შემდგომ გამოიტანეს ის განაჩენი, რომლითაც დასაჯეს ფაშისტური რეჟიმის მესვეურები. რისთვის იღებდნენ ეფშტეინის კუნძულზე ასობით, ათასობით ამ ფაილებს, რომელიც ასახავდა ასევე ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს?“ - დასძინა ქართველიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატი იონათამიშვილი ჩერგოლეიშვილსა და ჟორჟოლიანზე: ამ ქალბატონებს როგორც ჩანს ჰგონიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ არა ადამიანები, არამედ არაჟნის ქილები და ბოთლები. მე შემიძლია ისინი დავამშვიდო, ვინაიდან სააკაშვილი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც არის არაჟნების ლეგიტიმური პრემიერი, პრეზიდენტიც და ტუსაღიც

მორიგი პოლიტიკური პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობისგან“ - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან მათ გამოჩენას ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფები მოყვა

მორიგი პოლიტიკური პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობისგან“ - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან მათ გამოჩენას ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფები მოყვა

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო

იმედი