
მორიგი პოლიტიკური პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობისგან“ - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან მათ გამოჩენას ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფები მოყვა
მორიგი პოლიტიკური პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობისგან“ - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან, მათ გამოჩენას ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფები მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათგან პასუხს ითხოვენ, თუ რატომ შედის ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი.
„კიდევ ერთხელ ვიხილეთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, როდესაც თავს დაესხნენ აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებს ცრუ ნარატივებით. არანაირი საფუძველი არ გააჩნია მათ ნარატივს, შესაბამისად ეს ქმედებებია დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, იმ უმთავრესი პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც ნდობის აღდგენას და შერიგებას ემსახურება. ეს არის იმ აგენტურული ქსელის გამოვლინება, რომელსაც ეს ადამიანები ემსახურებიან. პირდაპირ აზიანებენ ისინი ამ პოლიტიკას“ - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge