მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს - შავი ზღვისკენ გასასვლელი, მოქმედი დერეფნები და სტაბილური ჰაბის რეპუტაცია მას რეგიონულ არქიტექტურაში შეუცვლელს ხდის
დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს - შავი ზღვისკენ გასასვლელი, მოქმედი დერეფნები და სტაბილური ჰაბის რეპუტაცია მას რეგიონულ არქიტექტურაში შეუცვლელს ხდის

დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს - შავი ზღვისკენ გასასვლელი, მოქმედი დერეფნები და სტაბილური ჰაბის რეპუტაცია მას რეგიონულ არქიტექტურაში შეუცვლელს ხდის

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ერევნის სამიტს და წერს, რომ ევრობიუროკრატიის მცდელობის მიუხედავად, საქართველო უკვე არის სამხრეთ კავკასიის ცენტრი.

ანალიტიკოსი წერს, რომ ჩვენი ქვეყნის შავ ზღვაზე გასასვლელი, მოქმედი დერეფნები და სტაბილური ჰაბის რეპუტაცია საქართველოს შეუცვლელის ხდის:

„ბრიუსელი ცდილობს მარშრუტების დივერსიფიკაციას, თუმცა ვერ გადაანაწილებს საკვანძო ტრანზიტულ როლს სხვა წერტილში მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებითა თუ სურვილით. გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს“, - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ახლა საკითხი მხოლოდ რეგიონული ცენტრის როლის გაძლიერების სისწრაფეშია, პირველ რიგში კი ანაკლიის მიმართულებით.

„ერევნის სამიტი არის სამხრეთ კავკასიის რუკის გადახაზვის მცდელობა, თუმცა „ნურას უკაცრავად“ - დიპლომატიური „რბილი“ ფორმის მიღმა მკაცრი რეალობაა: საქართველო უკვე ჩამოყალიბებული ცენტრია, მაშინ როდესაც სომხეთი მხოლოდ პოლიტიკურ „ავანსს“ იღებს, თანაც ისეთი ძალისგან, რომელიც ჩვენს თვალწინ კოტრდება ყველა არსებული გეოპოლიტიკური მიმართულებით. თანაც, თბილისისგან განსხვავებით, ერევანს არ აქვს არც ზღვისკენ გასასვლელი და არც მოქმედ ლოჯისტიკურ ჯაჭვებში ინტეგრაცია. ეს კი ნიშნავს, რომ სომხეთი, თუნდაც ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერის პირობებში, ობიექტურად ვერ აიცილებს ქართულ ტრანზიტს, როგორც ამაზე ბრიუსელი ოცნებობს, და ეს არის ევრობიუროკრატიის „ახალი სცენარის“ ყველაზე ფუნდამენტური შეზღუდვა.

ამასთან, გადაჭარბებულად არის შეფასებული სომხეთ–თურქეთისა და სომხეთ–აზერბაიჯანის სწრაფი ნორმალიზაციის სცენარიც. ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთისა და აზერბაიჯანის ელიტებს შორის კვლავ რჩება ღრმა წინააღმდეგობები. საზღვრების ნაწილობრივი გახსნა ავტომატურად არ აქცევს ქვეყანას ტრანზიტულ ჰაბად: ასეთ პროექტებს სჭირდება გრძელვადიანი სტაბილურობა, ინფრასტრუქტურა და ნდობა. ეს ყველაფერი საქართველოს უკვე აქვს, სომხეთს კი ჯერ მხოლოდ გეგმებში.

ევროკავშირი, სომხეთის გაძლიერებით, საქართველოს ვერ შეცვლის, მაქსიმუმ (თავისი ჭკუით) რისკები დააზღვიოს.

ბრიუსელი ცდილობს მარშრუტების დივერსიფიკაციას, თუმცა ვერ გადაანაწილებს საკვანძო ტრანზიტულ როლს სხვა წერტილში მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებითა თუ სურვილით. გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს: შავი ზღვისკენ გასასვლელი, მოქმედი დერეფნები და სტაბილური ჰაბის რეპუტაცია მას რეგიონულ არქიტექტურაში შეუცვლელს ხდის. შედეგად, ერევნის სამიტი საქართველოსთვის საფრთხე კი არა, ჭეშმარიტების მომენტია. ქვეყანა უკვე არის რეგიონული ცენტრის პოზიციაში და საკითხი არა ამ როლის შენარჩუნებაში, არამედ მისი გაძლიერების სისწრაფეშია (პირველ რიგში, ანაკლიის მიმართულებით). ასე რომ, ვისაც ერევნის სამიტი კვლავ საქართველოსთვის „არმაგედონად“ სურს რომ წარმოაჩინოს, ცნობილ ანეკდოტს შევახსენებ: ნოეს კიდობანი რომ მიადგება არარატის მწვერვალს და ამით მხიარული ხმების აჟიოტაჟს რომ გამოიწვევს - "პაპაჯან, მოდი ნახე - ცირკი ჩამოვიდა“... - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი