მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლდება.

ქართველიშვილის განცხადებით, „სამშობლოს ღალატის“ მუხლი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსიდან გააუქმეს იმ მიზეზით, რომ „საკუთარ რიგებში ღალატის გრადუსმა“ ხელისუფლების წარმომადგენლები შეაშინა.

„ესე იგი - საკუთარ თავებს ეს მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაუუქმეს სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. ან ერთმანეთის დამჭერი ვინ იყო - მაგრამ მაინც შეშინდნენ და გააუქმეს. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, არა უმანკო - მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი.

რამეთუ - ამაში მაინც იყო დარწმუნებული: ჩვენ რიგებში ვინც გინდა იგულისხმეთ, მაგრამ სამშობლოს მოღალატეები არ არიან. თუმცა, ღმერთმა არ ქნას - რომ გაჩნდეს და მაშინაც ზუსტად ისე მოექცევიან, როგორც არ ერიდებათ საკუთარი გუნდის წევრების არც მხილება და არც სამართლიანი დასჯა. უსამშობლოთა მხრიდან - მინიშნებები და "დასაჭერების" საქაღალდის რეანიმირება საჭირო აღარ გახდება. მაგრამ, ხომ ატყობთ - როგორ შეაშინა მოღალატეთა კლასტერი მათ მიერ გაუქმებული მუხლის დაბრუნებამ სისხლის სამართლის კოდექსში.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - და ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულის ხანდაზმულობის იმედი ნურავის ნუ ექნება. ამას არა "დასაჭერთა" საქაღალდე გადაწყვეტს, და არც სოციალურ ქსელებში გაკეთებული "სარესტორნო შეკვეთა": აი - იმის თავი მომიტანეთ. მართალია, მოცეკვავე სალომეაც გვყავს და შემკვეთი ნანულაც - მაგრამ ჰეროდე მეფე ვეღარ იძლევა ბრძანებებს, იოანეს თავი მომგვარეთო. საბოლოო დასასრულისკენ მიდის თქვენი სისხლიანი როკვა და ის ქართველი შევარცხვინე - ვისაც თქვენ შურისძიებით დააშინებთ.“ - წერს ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდებაBM.GE
  • პრემიერი: 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდარუსთავი 2
  • „პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ უნდა იყვნენ“ - კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებსტვ პირველი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობის →

მსგავსი სტატიები

ვლადიმერ ბოჟაძე: ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ინტერესებს ატარებდა

ვლადიმერ ბოჟაძე: ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ინტერესებს ატარებდა

იმედი

წირვისა და პარაკლისის შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

წირვისა და პარაკლისის შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

იმედი

პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი ბარამიძეზე: ამდენმა ხალხმა მოისმინა და ვერავინ გაიგო სწორად? სად იბრძოდა? ერთი ტყვია გაუსვრია თვითონ?

პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი ბარამიძეზე: ამდენმა ხალხმა მოისმინა და ვერავინ გაიგო სწორად? სად იბრძოდა? ერთი ტყვია გაუსვრია თვითონ?

იმედი

დავით ღვინჯილია გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: მის სიტყვებს არანაირი დამაჯერებლობა არ აქვს. მისი განცხადება თავიდან ბოლომდე ტყუილია

დავით ღვინჯილია გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: მის სიტყვებს არანაირი დამაჯერებლობა არ აქვს. მისი განცხადება თავიდან ბოლომდე ტყუილია

იმედი