
ვლადიმერ ბოჟაძე: ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ინტერესებს ატარებდა
ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ინტერესებს ატარებდა, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ
ბოჟაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის ომი და ომის შედეგები რუსეთს აპატია, მაგრამ არ უკრაინაში ომის დაწყებას.
„ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და იმ დავალებებს ასრულებენ, რომელსაც გარედან იღებენ. მაშინ არ იყო დავალება, რომ რუსეთი ოკუპანტად გამოეცხადებინათ, სანქციები დაეწესებინათ, პირიქით, რუს ტურისტებს ეპატიჟებოდნენ, ომის შემდეგ გადაუფორმეს ეკონომიკა და ენერგეტიკა რუსეთს, მხარი დაუჭირეს რუსეთს გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ცალმხრივად დაუშვეს რუსეთის მოქალაქეების უვიზო რეჟიმი, ეს იმას ნიშნავს, რომ ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა რუსეთის ინტერესებს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge