მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ფაშინიანის დამარცხება შესაძლოა საქართველოსთვის დამატებითი პრობლემების წყაროდ იქცეს
დავით ქართველიშვილი: ფაშინიანის დამარცხება შესაძლოა საქართველოსთვის დამატებითი პრობლემების წყაროდ იქცეს

დავით ქართველიშვილი: ფაშინიანის დამარცხება შესაძლოა საქართველოსთვის დამატებითი პრობლემების წყაროდ იქცეს

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მათ შესაძლო გავლენას საქართველოზე აფასებს და აღნიშნავს, რომ სომხეთში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს ინტერესებში შედის, რადგან რეგიონში ნებისმიერი კრიზისი ეკონომიკურ და უსაფრთხოების რისკებს ზრდის.

„დღეს თბილისს არ სჭირდება კიდევ ერთი არასტაბილურობის კერა საკუთარი საზღვრების მახლობლად - მას სჭირდება მაქსიმალურად მშვიდი და პროგნოზირებადი სამხრეთ კავკასია,”- განაცხადა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება საქართველოს პირდაპირ გამარჯვებას არ ნიშნავს, თუმცა არსებული პოლიტიკური კურსის შენარჩუნება რეგიონში პროგნოზირებად გარემოს უზრუნველყოფს.

„ერევნის არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, ამასაც დავუთმოთ ჩვენი მოსაზრება. ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება საქართველოსთვის ობიექტურად ხელსაყრელია არა იმიტომ, რომ თბილისი სრულად იზიარებს ერევნის ყველა გადაწყვეტილებას, არამედ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ კავკასიაში პროგნოზირებად გარემოს ინარჩუნებს. ქვეყნისთვის, რომელიც ბოლო წლებში რეგიონის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო კვანძად იქცა, მეზობლების სტაბილურობას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მათ იდეოლოგიურ ორიენტაციას.

საქართველო დაინტერესებულია სატრანსპორტო დერეფნების გამართულ ფუნქციონირებაში, ვაჭრობის ზრდასა და ახალი ომების თავიდან აცილებაში. სომხეთში ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი ავტომატურად ქმნის რისკებს მთელი რეგიონის ეკონომიკისთვის, მაშინ როდესაც არსებული კურსის შენარჩუნება ნიშნავს თამაშის უკვე ცნობილი და გასაგები წესების შენარჩუნებას.

პარადოქსი ის არის, რომ რაც უფრო აქტიურად ცდილობს სომხეთი თავისი საგარეოპოლიტიკური შემობრუნების დემონსტრირებას, მით უფრო ხელსაყრელად გამოიყურება საქართველოს მოდელი.

მაშინ, როცა ერევანი დასავლეთისთვის საკუთარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დამტკიცებას ცდილობს, თბილისი აჩვენებს უნარს, შეინარჩუნოს სამუშაო ურთიერთობები სხვადასხვა ძალის ცენტრთან ერთდროულად. შედეგად, სწორედ საქართველო აღიქმება დღეს სამხრეთ კავკასიის ყველაზე სტაბილურ, პრაგმატულ და პროგნოზირებად სახელმწიფოდ. ეს აძლიერებს ქვეყნის მოლაპარაკებით პოზიციებს და ზრდის მის მნიშვნელობას საერთაშორისო სატრანსპორტო და საინვესტიციო პროექტებისთვის.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, საკითხი კიდევ უფრო საინტერესოა. სომხეთში რუსეთის გავლენის შესუსტება თავისთავად არ ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას, თუმცა ეტაპობრივად ცვლის ძალთა საერთო ბალანსს სამხრეთ კავკასიაში. რაც ნაკლებად იქნება რეგიონული არქიტექტურა მიბმული ერთ ძალის ცენტრზე, მით მეტი სივრცე გაჩნდება მომავალში ახალი დიპლომატიური კომბინაციებისა და მოლაპარაკებების ფორმატებისთვის.

საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ ვინ გაიმარჯვებს სომხეთის შიდა პოლიტიკაში, არამედ იმას, რომ კავკასიაში თანდათან ჩამოყალიბდეს ურთიერთობების ახალი სისტემა, სადაც ტერიტორიული კონფლიქტების განხილვა უფრო ხელსაყრელ საერთაშორისო გარემოში გახდება შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, საქართველოს დღევანდელი სახელმწიფოებრივი კურსის მხარდამჭერთა უმრავლესობისთვის მთავარი დასკვნა საკმაოდ პრაგმატულად ჟღერს: ფაშინიანის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება არ არის, მაგრამ მისი დამარცხება შესაძლოა საქართველოსთვის დამატებითი პრობლემების წყაროდ იქცეს.

დღეს თბილისს არ სჭირდება კიდევ ერთი არასტაბილურობის კერა საკუთარი საზღვრების მახლობლად - მას სჭირდება მაქსიმალურად მშვიდი და პროგნოზირებადი სამხრეთ კავკასია. რაც ნაკლებად იქნება რეგიონი ჩართული შიდა შოკებსა და გეოპოლიტიკურ ექსპერიმენტებში, მით მეტი შესაძლებლობა ექნება საქართველოს, გააძლიეროს საკუთარი სუბიექტობა, ეკონომიკური გავლენა და პოზიციები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გრძელვადიან პერსპექტივაში,”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი