მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით
დავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს ყულევის ნავთობტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, შეზღუდულიყო რუსული ნავთობის გადამუშავება და ექსპორტი, საქართველოს ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი ჰქონდა ყულევის წინააღმდეგ სანქციების ძალაში შესვლამდე. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველო ან ევროპელ პარტნიორებთან შევიდოდა კონფლიქტში, ან ნავთობის სექტორის დიდ ნაწილს დაკარგავდა. ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ ამის საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ალტერნატივების მოძიება, როგორც ყაზახეთის, ასევე ლიბიის სახით.

„პირველი ცნობები მიუთითებს ყაზახური ნავთობის მიწოდებაზე და ლიბიიდანაც კი იმპორტის მომზადებაზე. ამავე დროს, ქართულმა მხარემ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ევროპულ სტრუქტურებს, რითაც აჩვენა, რომ მზად არის იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში და სიტუაცია პოლიტიკურ დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს“, - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის სიტყვებით, კრიტიკოსების მოლოდინის საპირისპიროდ, საქართველო მზადაა, ერთ მხრივ, შეინარჩუნოს თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და, მეორე მხრივ, დაიცვას საკუთარი ეკონომიკური ინტერესები.

„ყულევის ნავთობტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ ისტორია გუშინ არ დაწყებულა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსული ნავთობის გადამუშავებისა და ექსპორტის შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს დაახლოებით ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი ჰქონდა ყულევის წინააღმდეგ სანქციების ძალაში შესვლამდე. სწორედ ამ პერიოდში რადიკალური ოპოზიციის ყველაზე აქტიური ნაწილი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა თითქოს არჩევანის წინაშე დადგებოდა - ან ევროპელ პარტნიორებთან კონფლიქტში შევიდოდა, ან ნავთობის სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავდა.

პროგნოზირებდნენ ეკონომიკურ შოკს, დიპლომატიურ კრიზისსა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებების ახალ ტალღას. თუმცა მოვლენები სრულიად სხვა სცენარით განვითარდა. კონფრონტაციის ნაცვლად არჩეულ იქნა მაქსიმალურად პრაგმატული მიდგომა. როგორც კი სანქციების ამოქმედების ვადა მოახლოვდა, საწარმომ ალტერნატიულ ნედლეულზე სწრაფი გადართვა დაიწყო. უკვე პირველი ცნობები მიუთითებს ყაზახური ნავთობის მიწოდებაზე და ლიბიიდანაც კი იმპორტის მომზადებაზე. ამავე დროს, ქართულმა მხარემ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ევროპულ სტრუქტურებს, რითაც აჩვენა, რომ მზად არის იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში და სიტუაცია პოლიტიკურ დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს.

ეს ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს კი არა, სწრაფ და ეფექტიან მმართველობით გადაწყვეტილებებს ანიჭებს უპირატესობას.

საერთაშორისო პარტნიორებთან ხანგრძლივი კონფლიქტის ნაცვლად ქვეყანამ პრაქტიკულად მყისიერი ადაპტაციის უნარი გამოავლინა. იმ სცენარის ნაცვლად, რომლის იმედიც ხელისუფლების კრიტიკოსებს ჰქონდათ, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს, შეინარჩუნოს ღია თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • დავით სონღულაშვილი: პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენრუსთავი 2
  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის

მარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა უკვე ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, ისინი მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა მომდევნო პერიოდში გამოაცხადებს

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა