მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას
დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას

დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდის სტატისტიკას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ:

„ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ევროპელები საქართველოს უფრო ხშირად ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის მიმართულებას. ეს ჩვენთვის ახალი სამუშაო ადგილებისა და ტურისტული სექტორის გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა,“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა სხვა ქვეყნებიდანაც- ჩინეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან. ქართველიშვილის სიტყვებით, ეს მეტყველებს საქართველოს ტურისტული ბაზრის მრავალფეროვნებაზე.

„ამასობაში, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის და მისი ფროილინებისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. 2026 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ ინარჩუნებს ტურისტულ პოპულარობას, არამედ ახალ რეკორდებსაც ამყარებს. იანვარ–მარტში (რაც გაგანია სეზონად ნამდვილად არ ჩაითვლება), საქართველოში 1 300 505 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტებიდან 997 529 ტურისტული ვიზიტი იყო, ანუ ვიზიტები, რომლებიც ღამისთევას მოიცავდა. ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის პირველი კვარტლის ისტორიული რეკორდია და 2025 წელთან შედარებით თითქმის 39 ათასი ტურისტით მეტს ნიშნავს. ყველაზე შთამბეჭდავი სურათი ევროპული ბაზრის მიმართულებით იკვეთება. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ ევროპელები საქართველოს სულ უფრო ხშირად ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას. ბოლო წლებში ქვეყანამ მოახერხა ევროპული ბაზრისთვის საკუთარი თავის წარდგენა არა მხოლოდ როგორც უძველესი ისტორიისა და უნიკალური ბუნების მქონე სახელმწიფომ, არამედ როგორც თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანმა ტურისტულმა დანიშნულებამ. სულ უფრო მეტ ევროპელს იზიდავს, საკუთარი თვალით ნახონ ქვეყანა, რომელიც "არ არსებობს" და მედგრად იგერიებს ევრობიუროკრატების შემოტევებს. ცალკეული ქვეყნების სტატისტიკაც ამ ტენდენციას ადასტურებს. განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა პოლონეთიდან, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა 19,9%-ით გაიზარდა. გერმანიიდან ჩამოსულთა რიცხვმა 6,4%-იანი ზრდა აჩვენა. მთლიანობაში კი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარმა ჯერ კიდევ 2025 წელს 14%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში ეს ტემპი უკვე დაახლოებით 30%-მდე გაიზარდა. ეს მიუთითებს, რომ საქართველო ევროპულ ტურისტულ რუკაზე სულ უფრო მყარ პოზიციებს იკავებს. არანაკლებ საინტერესოა სხვა საერთაშორისო ბაზრების შედეგებიც. ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 44,4%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანიდან - 33,2%-ით, ისრაელიდან - 29,4%-ით, ინდოეთიდან - 14,6%-ით, ხოლო უკრაინიდან - 15,4%-ით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება და აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე. ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ იზრდება არა მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობა, არამედ იცვლება მათი გეოგრაფიაც. ევროპელი ტურისტები, როგორც წესი, ქვეყანაში უფრო დიდხანს რჩებიან და მეტ თანხას ხარჯავენ სასტუმროებში, რესტორნებში, ღვინის ტურიზმში, ექსკურსიებსა და შიდა გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებიდან ტურისტების სწრაფი ზრდა საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ სტატისტიკური წარმატება კი არა, დამატებითი სავალუტო შემოსავლების, ახალი სამუშაო ადგილებისა და ტურისტული სექტორის გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, იგნასიო ტირადოს შეხვდა

თამარ იოსელიანი კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, იგნასიო ტირადოს შეხვდა

იმედი

კვლევა: გერმანელების 51% ლტოლვილებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვას ემხრობა

კვლევა: გერმანელების 51% ლტოლვილებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვას ემხრობა

იმედი

პროკურატურა: ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება

პროკურატურა: ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება

იმედი

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ

იმედი