მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით საყვარელიძე 2008 წლის ომზე: მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ - სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა
დავით საყვარელიძე 2008 წლის ომზე: მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ - სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა

იმედი|imedinews.ge

ახლა რომ ვხვდები, მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ამ გამოცდილებიდან ახლა რომ ვუყურებ, პრინციპში ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.

საყვარელიძის შეფასებით, საქართველო იმ დღეებში უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა.

„ომი საკმაოდ მძიმედ აისახა... წინა დღეს სრულიად სხვა განწყობა იყო, 2008 წელს, ხალხში მაინც იყო იმის იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა მაინც შეიძლება რაღაც ფორმით ჩვენ აღვადგინოთ, ნაწილი მაინც. მეორე დილას, ზუსტად დროსაც გეტყვით, დაახლოებით იყო 10 საათი და 20 წუთი, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა და გორში, რამდენიმე რაიონში ჩამოაგდო ბომბი. დაბომბა კომბინატის დასახლება, იყო ასეთი ადგილი, იქ ჩამოაგდო და შემდეგ ესროლა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. პირველად თავში გამიელვა იმან, რომ ალბათ ეს სიზმარია ან კინოფილმში ვარ, მძაფრსიუჟეტიანში იმიტომ, რომ თვითმფრინავმა თავზე გადაგიფრინოს, ბომბი ჩამოყაროს, საოცრებათა სფეროდან თუ შეიძლებოდა რომ წარმომედგინა. მაგრამ ნუ, მერე მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა.

ახლა რომ ვხვდები, მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ამ გამოცდილებიდან ახლა რომ ვუყურებ, პრინციპში ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ, მინდა გითხრათ. ეს სურათები რომ მახსენდება, იცით, იმ დაცლილი გორის, როცა მტერი შემოდის ფაქტობრივად და ქალაქი დაცლილია და დგახარ კასპთან, აქეთ პოლიციის ძალებთან ერთად... მაშინ არტილერიის გენერალი იყო დევი ჭანკოტაძე და მეუბნებოდა, რომ: „დათო, იქნებ რამდენიმე კოშიანი ტრაქტორი გამომიგზავნო აქ და აქ“. და დავრბოდით. ვცდილობდით, რომ ტრაქტორები გვეშოვა. მახსოვს ტრაქტორისტის თვალებში შიში, რომელიც უარს აცხადებდა ტრაქტორზე დაჯდომაზე და წასვლაზე, როდესაც სანგრები იყო გასათხრელი. იქ პოლიციის უფროსი იყო მაშინ გელა ანჯაფარიძე. გელამ თქვა რომ: „მე დავჯდები შენს მაგივრად, ნუ გეშინია, წავიდეთ“. იცით, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და მართლა ბეწვზე გავიარეთ მაშინ. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

იმედი

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი